რეპორტაჟი თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის კაცი მოკლეს 12 აგვისტო 2018, 09:12:07 თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს.კაცს ხუთი ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა.ის ადგილზე დაიღუპა.მეზობლების თქმით, გასროლამდე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, 42 წლის კაცს სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა.შსს-ს ცნობით, მოკლულია 1976 წელს დაბადებული ლ.ს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დამნაშავის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ორიგინალი სურათი 12 3-ს მოსწონს
12
|
|