ცნობილი ადამიანები ესეც თქვენი სანაქებო სტალინი, პირველ ადგილზე რუს ერს აყენებს, უკმიეთ კიდევ გუნდრუკი 24 ივლისი 2018, 12:32:57 44 4-ს მოსწონს 1-ს არა
44
|
15.00
k
28.00
k
|
დოკუმენტური ფილმიც მაქვს ნანახი მასზე "დისქოვერზე".
ბუნებრივია სტალინი არ დასდევდა დასაჭერად ხალხს, მაგრამ მან შექმნა სისტემა
"ტროიკების" სახით, რომლებიც უფლებამოსილნი იყვნენ ადგილზე დაეხვრიტათ "ხალხის მტერი".
სხვათაშორის რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მამა იყო "ტროიკის" წევრი.
ჩემს წინაპრებს 3 სართულიანი კერძო სახლი ჩამოართვეს სოხუმში, ზუგდიდში უზარმაზარი ტერიტორია.
სოხუმის სახლი დაიბრუნა ბაბუამ, რომელიც შორეული ნაოსნობის კაპიტანი იყო.
ზუგდიდის იზოლატორი ჩემი წინაპრების საჯინიბოს ადგილზეა აშენებული და ამისი დამამტკიცებელი დოკუმენტიც გვაქვს, მაგრამ ვინ რას დაგვიბრუნებს აქ სასამართლო ბრმა და ყრუა.
სხვათაშორის საბერძნეთში სტაჟირებაზე ყოფნისას გავიცანი პონტოელი ბერძენი (ასე უწოდებენ აფხაზეთიდან დევნილ ბერძნებს საბერძნეთში) ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ბორის მიხაილიდისი, რომელიც სტალინის ისტორიის მკვლევარია.
დამპირდა, როგორც კი მის წიგნს სტალინზე (რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ბერძნულ ენაზეა გამოცემული) ინგლისურ ენაზე გამოსცემენ გამომიგზავნის.
ისე აფხაზეთში ქართველების მასიური ჩასახლება ბერიას ინიციატივა იყო, რომ დასცლოდა მხოლოდ აფხაზებს და ქართველებს დატოვებდა, აფსუებისაგან და სომხებისაგან აუცილებლად გაწმენნდა აფხაზეთს და კონფლიქტი არ მოხდებოდა.
კაცმა თქვა: "მე ოდესღაც ქართველი ვიყავიო", ბასტა მორჩა აქ ყველაფერი.
ესაა ტირანი, რომელმაც საკუთარ ერს გენოციდი მოუწყო, ინტელიგენცია დაუხვრიტა, გადაუსახლა ზოგსაც თავი მოაკვლევინა.
350 000 ქართველი შეახოცა გერმანელებს და მათ მოკავშირეებს, პროცენტულად ყველაზე მაღალი რაოდენობა რესპუბლიკების მოსახლეობის მიხედვით.
ჩემი წინაპრების გაკულაკებაც ამ ჩოფურა მათხოვარის ბრძანებით მოხდა.
რამდენიც არ უნდა ვიძახოთ გენიოსიაო, ჩვენ რა ხეირი მისგან? ეს იყო ქართველთმოძულე ტირანი და წერტილი!
ისე აქაუნტი ჩემს ჯიბრზე აიღეთ? :)
იუთუბი წყაროდ ვერ გამოდგება, წაიკითხეთ სტალინის ქალიშვილის სვეტლანა ალილუევას მემუარები მამაზე და ბევრ სიახლეს გაიგებთ.
არ ვუყურებ ფილმზე, რომელიც სტალინზე და საერთოდ კომპარტიაზეა გადაღებული.