ეს მონასტერი წალკაშია, თუ მომლოცველებთან, რომლებიც თევზს მოხარშული კვერცხითა და პურით მასპინძლობენ, წყაროს ქვედა სამყოფელიდან გამოვლენ, კარგის მანიშნებელიაო. ვარ ნამყოფი და თევზების ხილვის ბედნიერებაც მქონდა ♥
მომლოცველთა რწმენით, თევზი თუ შეხების უფლებას მოგცემს აუცილებლად განიკურნები და ამასთან დაკავშირებით, არაერთი სასწაული ახსოვთ ბერებს. ბერთა მონასტრიდან სოფელი ავრანლოს გავლით, მთაში სოფელ რეხასთან ახლოს ადგილობრივი ბერების ძალისხმევით შენდება ხარების მონასტერი. ეკლესიის კედელში ჩატანებულია ერთადერთი ქვა წარწერით, რომელიც ძველი ეკლესიიდან შემორჩა. ეკლესიასთან ახლოს ძველი ნასახლარია, რომელზეც ინფრომაცია სამწუხაროდ არ მოიპოვება.