რეპორტაჟი თურქმა მებაჟეებმა საქართველოს მოქალაქეები სცემეს 7 აპრილი 2017, 11:48:10 ![]() ხმაურია ამ წუთებში სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან. ადგილობრივები თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, 37 წლის როინ ლეონიძე მეუღლესთან ერთად თურქეთში გადადიოდა, რა დროსაც მას თურქმა მებაჟემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ოთხი თურქი მებაჟე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველების განცხადებით, როინ ლეონიძე ხოფის საავადმყოფოშია გადაყვანილი.ამ წუთებში საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ნაცემი მოქალაქეების ახლობლების აქცია მიმდინარეობს. ორიგინალი სურათი 10 4-ს მოსწონს 1-ს არა
10
|
|