რეპორტაჟი ბათუმში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს 31 იანვარი 2017, 21:25:58 ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების განცხადებით, ბოლო პერიოდში ორივე ავადმყოფობდა. დედა-შვილი, ბოლო 5 დღეა, არავის უნახავს, ამიტომ მეზობლებმა პოლიცია გამიიძახეს. სამართალდამცველებმა სახლის კარი შეამტვრიეს და დედა-შვილი გარდაცვლილი ნახეს. გაყინვას და ბუნებრივი აირით გაგუდვას მეზობლები გამორიცხავენ. რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ ეტყობათ.დედა 70 წლის იყო, შვილი კი 50 . ორიგინალი სურათი 15 2-ს მოსწონს 1-ს არა
15
|
|