სხვა ჟანრები “ვორდპრესი” მომხმარებლებს პროგრამული უზრუნველყოფის სასწრაფო განახლებას ურჩევს 30 ოქტომბერი 2016, 19:23:10 ცვლილების მიზეზი ექსპერტების მიერ სისტემაში აღმოჩენილი მოწყვლადი ადგილებია. განახლებული ვერსიით, ორი ხარვეზი აღმოიფხვრება. პირველი XSS-ს უკავშირდება, რომელიც ჰაკერს მსხვერპლზე სხვადასხვა სახის შეტევის განხორციელების საშუალებას აძლევს. რაც შეეხება მეორე ხარვეზს, მისი მეშვეობით, შემტევს სასურველ დირექტორიებზე წვდომის მოპოვების შესაძლებლობა ეძლევა. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სისუსტეების გარდა, ახალი ვერსია 15 სხვადასხვა სისუსტის აღმოფხვრის შესაძლებლობასაც იძლევა ორიგინალი სურათი 19 1-ს მოსწონს
19
|
|