სხვა ჟანრები ლოგიკის სავარჯიშო! როგორ მოკვდა ეს ადამიანი? 22 სექტემბერი 2016, 19:45:42 ლოგიკის სავარჯიშო! როგორ მოკვდა ეს ადამიანი?
1)თვითმკვლელობა იყო
2)მკვლელობა
3)უბედური შემთხვევა
და ახსენით რატომ ? ორიგინალი სურათი 169 3-ს მოსწონს 1)თვითმკვლელობა იყო 2)მკვლელობა 3)უბედური შემთხვევა და ახსენით რატომ ?
169
|
|
ფსიქოლოგიური მომენტიცაა, მწეველია და თვითმკვლელობამდე თითქმის ერთ კოლოფ სიგარეტს მოწევდა, აქ კი ეს არ ჩანს.
საკმაოდ მძიმე პისტოლეტია და გასროლისას ხელიდან აუცილებლად უნდა გავარდნოდა, ქალის დაცემის ადგილიც არ შეესაბამება თვითმკვლელის დაცემის მდგომარეობას.
კედელზე სისხლის კვალით თუ ვიმსჯელებთ ქალი წაქცეულ სკამზე უნდა მჯდარიყო, მაგრამ გასროლის მერე სკამი იმ მიმართულებით არ დავარდებოდა არცერთ შემთხვევაში.
სკამი გადაადგილებულია, წარმოვიდგინოთ ეს სკამი ჩვეულებრივ მდგომარეობაში და მასზე მჯდომი ეს ქალი, სისხლიან კედელთან დაშორება საკმაოდ დიდია, სისხლი კედელს ამ სახით არ დასვრიდა, არამედ დასვრიდა შხეფებად.
ცალი ფეხსაცმელიც ადგილზე არაა.
სკამი ასე წაიქცეოდა თუ ლულა მსხვეროლის პირში იქნებოდა სროლის მომენტში, მაგრამ ამ შემთხვევაში ქალის მდგომარეობა და პისტოლეტის ხელში შერჩენა გამორიცხულია.