ეს უფრო მეტია, ვიდრე შეცოდება. ცხოველები და ფრინველები ისეთივე ცოცხალი არსებები არიან, როგორებიც ჩვენ ვართ. ჩვენთან არ ჭამენ კატის და ძაღლის ხორცს, რადგან ოჯახის წევრებად მიგვაჩნია, მაგრამ რა დააშავა ძროხამ ან თუნდაც ღორმა, რომელიც კატაზე და ძაღლზე ბევრად ჭკვიანია? ჩვენ არ ვიცით ცხოველების ინტელექტის დონე რამდენად მაღალია. შეუძლიათ რამეზე ფიქრი თუ არა. იქნებ სიკვდილს ისინი ისევე განიცდიან, როგორც ადამიანები? ამაზე თუ დაფიქრებულხართ?