x
image
გვანცა1234
სხვა ჟანრები
შექსპირი - მე-2 სონეტი
3
შექსპირი - მე-2 სონეტი
როცა ორმოცჯერ დაიზამთრებს შუბლი მწყაზარი, მაშინ ღაწვებიც დროის ხნულით ნაოჭდებიან, ეგ სამოსელიც შეიქმნება ძონძი საზარი, და სილამაზის ნაფლეთები გამოჩნდებიან. მაშინ გკითხავენ, რა უყავი სიტურფის სხივებს, საით დამარხე წარსულ დღეთა საგანძურები, შენ უპასუხებ: „სილამაზეს სამარედ მივეც ეს ჩაცვინულნი თვალნი ჩემნი დატანჯულები“. შენი პასუხი შენს დაცინვად მოგეჩვენება, არა სჯობია, მაშინ გქონდეს ყველგან სათქმელად: „აი, ეს არის ჩემი შვილი, ჩემი მშვენება, ჩემი სიბერის პატიება და გამართლება“
ორიგინალი სურათი
37
8-ს მოსწონს
როცა ორმოცჯერ დაიზამთრებს შუბლი მწყაზარი,
მაშინ ღაწვებიც დროის ხნულით ნაოჭდებიან,
ეგ სამოსელიც შეიქმნება ძონძი საზარი,
და სილამაზის ნაფლეთები გამოჩნდებიან.
მაშინ გკითხავენ, რა უყავი სიტურფის სხივებს,
საით დამარხე წარსულ დღეთა საგანძურები,
შენ უპასუხებ: „სილამაზეს სამარედ მივეც
ეს ჩაცვინულნი თვალნი ჩემნი დატანჯულები“.
შენი პასუხი შენს დაცინვად მოგეჩვენება,
არა სჯობია, მაშინ გქონდეს ყველგან სათქმელად:
„აი, ეს არის ჩემი შვილი, ჩემი მშვენება,
ჩემი სიბერის პატიება და გამართლება“
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
37
  
2016, 16 აგვისტო, 17:08
ნამდვილად
2016, 16 აგვისტო, 15:43
უმაგრესია
2016, 16 აგვისტო, 15:39
მემკვიდრე შეჰქმენ, რომ დაგიცხროს ეს იარები
და სიბერეში სიჭაბუკეს ეზიარები!
0 1 3
გეპატიჟებით!!
ჩვენება: 8
ავტორი: გვანცა1234