რეპორტაჟი მდინარეში დაკარგული 18 წლის ბიჭის ძებნის დროს მყვინთავი დაიხრჩო 8 ივლისი 2016, 13:17:34 მარტვილში, სოფელ გოჭკადილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას მაშველი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კერძო მყვინთავი იყო, რომელიც დაკარგული მოზარდის ოჯახმა დაიქირავა.მოზარდის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო და ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება. ამჟამად მიმდინარეობს დაკარგული მყვინთავის ძებნაც. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლები არიან ჩართული. (წყარო :ამბები ჯი) 69 3-ს მოსწონს 1-ს არა
69
|
15.00
k
28.00
k
|
დილეტანტი ყოფილა საწყალი და პროფესიონალად წარუდგინა ალბათ თავი, როგორ უნდა მოახერხო კაცმა აბაშისწყალში დახრჩობა თან მყვინთავმა არ მესმის...