ჯერ იმ ქვეყნიდან არავინ დაბრუნებულა რომ ეამბნა თუ როგორ მოაჭრა თავი გილიოტინამ განუმარტა კრუშომ აფორიაქებულ ა ჩოს და თავისი ნათქვამის გამო ახარხარდა ...
ამ მოთხრობაში ჯეკ ლონდონი ფრანგულ კოლონიაში გილიოტინაზე სიკვდილმისჯილი ტუსაღის ა ჩო -ს ცხოვრებას აღწერს ... - ა ჩო რომელიც უდანაშაულოა ბოლო მომენტამდე ელოდება რომ სიმართლე გაირკვევა და მას არ დასჯიან – '' მომისმინეთ მე არ ვარ ა ჩოუ - მე სხვა ადამიანი ვარ და მქვია ა ჩო , აი ხედავთ – მე დაბალი ვარ ის კი მაღალი'' - ემუდარება გზაში იგი შემერს - რომელსაც ა ჩო ფორანით სიკვდილ მისჯილთა საბოლოო ადგილამდე მიჰყავს - შემერმა ახედ დახედა ტუსაღს და მიხვდა რომ შეცდომა დაუშვეს ფრანგებმა ... მაგრამ იფიქრა რომ ეს მისი საქმე არაა , აჩო კი დაამშვიდა -'' იცი ეს სულაც არაა მტკივნეული შეიძლება დანამ ცოტა შეგიღიტინოს ''... - მაგრამ დანა მას არ უღიტინებდა მხოლოდ ეს იგრძნო სანამ შეცნობის უნარს დაჰკარგავდა...