x
image
ინტერ-გოგონა
სხვა ჟანრები
ათასჯერ რომ ამტკივდე მაინც გიშველი გულო...
0
ათასჯერ რომ ამტკივდე მაინც გიშველი გულო...
გულო ათასჯერ რომ ამტკივდე მაინც გიშველი, ათასმეერთედ მოგაფარებ თბილ ხელისგულებს. არ დავანახოთ ჩვენი სევდა არვის შიშველი, დარდად მდიოდე, ოღონდ ბოღმა ნუ დაგიგულებს. იყუჩე ჩემო, მეც მჭირდება შენი ნუგეში. სევდად მიტევდე, მაშინებდე განა რა მოხდა, ჩემად ტკივილად, საიმედოდ მყავდე უბეში, არ გაგიკვირდეს, მერე რა, რომ კვნესა აღმომხდა. თუ გინდ ათასჯერ ამიტკივდი, ოღონდ იფეთქე, ეს წყალობაა, უფრო მეტად მტკიოდე მინდა, სიძულვილისთვის ოღონდ მკერდს ნუ ამომიხეთქებ, სასიყვარულოდ, საერთგულოდ,
71
3-ს მოსწონს
გულო ათასჯერ რომ ამტკივდე მაინც გიშველი,
ათასმეერთედ მოგაფარებ თბილ ხელისგულებს.
არ დავანახოთ ჩვენი სევდა არვის შიშველი,
დარდად მდიოდე, ოღონდ ბოღმა ნუ დაგიგულებს.

იყუჩე ჩემო, მეც მჭირდება შენი ნუგეში.
სევდად მიტევდე, მაშინებდე განა რა მოხდა,
ჩემად ტკივილად, საიმედოდ მყავდე უბეში,
არ გაგიკვირდეს, მერე რა, რომ კვნესა აღმომხდა.

თუ გინდ ათასჯერ ამიტკივდი, ოღონდ იფეთქე,
ეს წყალობაა, უფრო მეტად მტკიოდე მინდა,
სიძულვილისთვის ოღონდ მკერდს ნუ ამომიხეთქებ,
სასიყვარულოდ, საერთგულოდ,
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ყველა მინდა
ჩვენება: 6
ავტორი: ინტერ-გოგონა