სპორტი ბაკურიანში 28 წლის სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა 5 იანვარი 2016, 23:53:02 ბაკურიანში 28 წლის სნოუბორდისტი, ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, “კოხტა გორასა” და “დიდველს” შორის მოხდა. მთიდან წამოსულმა ზვავმა სპორტსმენი ქვეშ მოიყოლა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვეს.სპორტსმენი 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. დიაკონაშვილი 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, სადაც მას საქართველო უნდა წარედგინა. ორიგინალი სურათი 37 4-ს მოსწონს 1-ს არა
37
|
|