ჟანრი სიუჟეტი თავს დამტყდარი უბედურების შემდეგ, თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა 1 ივლისი 2015, 15:19:31 თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა. გუშინ, 30 ივნისს მდედრი კეთილშობილი ირემი დაიბადა. მისი დედა, კეთილშობილი ირმის, ყვიყვის "მეუღლე", აზერბაიჯანელი რძალია, რომელიც შარშან მიიღო თბილისის ზოოპარკმა საჩუქრად ბაქოს ზოოპარკისგან. პატარას პირრა დაარქვეს. ეს სახელი მითოლოგიურია და გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის მიერ მოვლენილი წარღვნის შემდეგ, გადარჩნენ მხოლოდ მამრი - დევკალიონი და მდედრი პირრა. ორიგინალი სურათი 57 4-ს მოსწონს 1-ს არა
57
|
1099.00
k
1499.00
k
|