რეპორტაჟი ტრაგედია ხარაგაულში-11 წლის ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო 24 ივნისი 2015, 19:16:33 ქუთაისის საავადმყოფოში დაიღუპა 11 წლის ხუნეველი მოზარდი, რომელმაც გუშინ თვითმკვლელობა სცადა.თვითმკვლელობის ფაქტს შეესწრენ მოზარდის უმცროსი და-ძმები, რომელთა შეტყობინებითაც ბავშვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ჯერ ბორითის კლინიკაში, შემდგომ კი რეანიმობილით – ქუთაისში.დაღუპული მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, ჰყავს ორი უმცროსი ძმა და ერთი და.მოზარდის ოჯახი სოციალურად დაუცველია.ახლობლების თქმით, ბავშვი იზრდებოდა მშვიდ და მოსიყვარულე გარემოში. მზრუნველობდა უმცროს და-ძმებს. სკოლაში გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევით. 23 4-ს მოსწონს
23
|
15.00
k
28.00
k
|