x
image
მანჩო 777
იუმორი
სახალისო განწყობისათვის
1
სახალისო  განწყობისათვის
ჩვენს სოფელში ცხოვრობს 70 წელს გადაცილებული, მეტად მხიარული და ენაკვიმატი კაცი, სახელად შალვა. ერთხელ შალვას ცოლისდა, 80 წლის თამარა გარდაეცვალა. რა თქმა უნდა, დაკრძალვაზე მეზობლებიც წავედით. ყველაფერი იმერული წესით ჩატარდა. მოახლოვდა მიცვალებულის გამოსვენების დროც. შალვა და მისი ცოლი, ნათელა, ეზოში გვერდიგვერდ დადგნენ. მეც მათ გვერდით მოვხვდი. გამოასვენეს თუ არა საწყალი თამარა, მანამდე ჩუმად მყოფმა შალვას ცოლმა მოულოდნელად მორთო კივილი: - წამიყვანე, დაოოოო! მეც წამიყვანე, დაოოო!!! აღარ გაჩერდ
80
8-ს მოსწონს
ჩვენს სოფელში ცხოვრობს 70 წელს გადაცილებული, მეტად მხიარული და ენაკვიმატი კაცი, სახელად შალვა. ერთხელ შალვას ცოლისდა, 80 წლის თამარა გარდაეცვალა. რა თქმა უნდა, დაკრძალვაზე მეზობლებიც წავედით. ყველაფერი იმერული წესით ჩატარდა. მოახლოვდა მიცვალებულის გამოსვენების დროც. შალვა და მისი ცოლი, ნათელა, ეზოში გვერდიგვერდ დადგნენ. მეც მათ გვერდით მოვხვდი. გამოასვენეს თუ არა საწყალი თამარა, მანამდე ჩუმად მყოფმა შალვას ცოლმა მოულოდნელად მორთო კივილი: - წამიყვანე, დაოოოო! მეც წამიყვანე, დაოოო!!!
აღარ გაჩერდ
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
80
  
2015, 19 მარტი, 19:49
ჩვენს სოფელში ცხოვრობს 70 წელს გადაცილებული, მეტად მხიარული და ენაკვიმატი კაცი, სახელად შალვა. ერთხელ შალვას ცოლისდა, 80 წლის თამარა გარდაეცვალა. რა თქმა უნდა, დაკრძალვაზე მეზობლებიც წავედით. ყველაფერი იმერული წესით ჩატარდა. მოახლოვდა მიცვალებულის გამოსვენების დროც. შალვა და მისი ცოლი, ნათელა, ეზოში გვერდიგვერდ დადგნენ. მეც მათ გვერდით მოვხვდი. გამოასვენეს თუ არა საწყალი თამარა, მანამდე ჩუმად მყოფმა შალვას ცოლმა მოულოდნელად მორთო კივილი:

- წამიყვანე, დაოოოო! მეც წამიყვანე, დაოოო!!!
აღარ გაჩერდა. შალვას გაბრაზება დაეტყო, მიუბრუნდა ცოლს და ჩასჩურჩულა: - გაჩუმდი, ქალო, ვერ ხედავ, თვითონ ვერ მიდის, ოთხ კაცს მიჰყავს და შენ რაფერ წაგიყვანს?!!!
ვინც ახლოს ვიდექით, პირზე ხელაფარებულები სასწრაფოდ გავცვივდით ეზოდან.
0 1 1
აი, ასე  ვარ ახლა
ჩვენება: 13
ავტორი: მანჩო 777
უტაქტობა
ჩვენება: 6
ავტორი: მანჩო 777
უკან დაბრუნების  შანსი არ აქვს