ღვთის წინაშე არდგომის,ცოდვების გამო განკითხვის,ვაი თუ სასუფეველი ვერ დავიმკვიდრო და მოკლედ ყველაფრის შიში :( ამბობენ ხოლმე ეგეთ სისულელეებზე რატომ ფიქრობო და მე იმას ვერ ვხვდები როგორ არ უნდა იფიქრო
ეგეთი შემთხვევები ბევირია, მაგრამ მაგაზე უდიდეს წმ.მამებს ბასილი დიდს; იოანე ოროპირს; გრიგოლ ღვთისმეტყველს და ა.შ. აქვთ ნათქვამი, რომ ასეთ ადამიანებს ერთი სული აქვთ, როდის გადავლენ შემდეგ ცხოვრებაში და ნახავენ იმქვეყნიურ სამყაროს, რაშიც მათი დიდი რწმენა ეხმარებათ. თუმცა შეუძლებელია ამ დროს ადამიანს შიშის გრძნობა არ დაეუფლოს, თუმდაც იმიტომ რომ ღვთის წინაშე აპირებს წარდგომას. მე კი ამის მეშინია!
ამას ამბობდნენ უდიდესი წმიდა მამები, რომელთა მიერ შედგენილი კანონებით იმართება დღეს ეკლესია!
არ არის აჩიკო ბუნებრივი.ერთხელ მამაოს იტერვიუ წავიკითხე სადაც ეწერა რომ რწმენას და სინანულს შეუძლია იმ შეგნებამდე მიიყვანოს ადამიანი რომ სიკვდილის კი არ შეეშინდეს არამედ სიხარულით დაელოდოს და ერთი წმინდანი ყავდა მაგალითად მოყვანილი,სახელი არ მახსოვს,რომელიც იჯდა მონასტრის ეზოში და რომ ჰკითხეს რატომ ხარ დანაღვლიანებულიო უპასუხა დღეს უნდა დაეტოვებინა ჩემ სულს სხეული მაგრამ რატომღაც იგვიანებსო და რამოდენიმე საათში მართლა გარდაიცვალა.
როგორ უნდა ვთქვა არ ვეთანხმებითქო მაგრამ მგონი ყველას ეშინია სიკვდილის.არა სიკვდილის კიარა უფრო თავისი ცოდვების,რომლებიც რა გზაზე წაგვიყვანენ სიკვდილის მერე არვიცით :(((
სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით.. ვინღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს.. მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს.
როდის გადავლენ შემდეგ ცხოვრებაში და ნახავენ იმქვეყნიურ სამყაროს, რაშიც მათი დიდი რწმენა ეხმარებათ. თუმცა შეუძლებელია ამ დროს ადამიანს შიშის გრძნობა არ დაეუფლოს, თუმდაც იმიტომ რომ ღვთის წინაშე აპირებს წარდგომას. მე კი ამის მეშინია!
ამას ამბობდნენ უდიდესი წმიდა მამები, რომელთა მიერ შედგენილი კანონებით იმართება დღეს ეკლესია!
სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით.. ვინღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს.. მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს.
გურამ დოჩანაშვილი