ირაკლი და ბიძინა ქუჩაში მიდიოდნენ. ბიძინამ გზაზე ფული შენიშნა.
- ნახე, ათლარიანი ვიპოვე, - უთხრა მეგობარს ბიძინამ. - რა კარგია, მოდი მაღაზიაში შევიდეთ და შოკოლადი ვიყიდოთ, - გაუხარდა ირაკლის. - რას ამბობ, ეს ხომ სხვისი ფულია? - მერე რა, ჩვენ გარდა ხომ არავინ იცის, რომ სხვისია. - იცი, ჯობია, ეს ფული პოლიციაში მივიტანოთ, - თქვა ბიძინამ.
სწორედ ამ დროს ბიჭებმა მათკენ მომავალი ატირებული გოგონა შენიშნეს, რომელიც გაფაციცებით ათვალიერებდა ქვაფენილს.
- რა გატირებს? - ჰკითხეს ბიჭებმა პატარას. - დედამ პურის საყიდლად გამომგზავნა, მე კი ფული დავკარგე, - სლუკუნით უპასუხა გოგონამ. - ნუ ტირი, აი, შენი ფული!
გახარებულმა გოგონამ ბიძინას ფული გამოართვა, მადლობა გადაუხადა და მაღაზიისაკენ მოკურცხლა.
ირაკლი და ბიძინამ გზა გააგრძელეს. დარცხვენილი ირაკლი ბიძინას თვალს ვერ უსწორებდა.
- ნახე, ათლარიანი ვიპოვე, - უთხრა მეგობარს ბიძინამ.
- რა კარგია, მოდი მაღაზიაში შევიდეთ და შოკოლადი ვიყიდოთ, - გაუხარდა ირაკლის.
- რას ამბობ, ეს ხომ სხვისი ფულია?
- მერე რა, ჩვენ გარდა ხომ არავინ იცის, რომ სხვისია.
- იცი, ჯობია, ეს ფული პოლიციაში მივიტანოთ, - თქვა ბიძინამ.
სწორედ ამ დროს ბიჭებმა მათკენ მომავალი ატირებული გოგონა შენიშნეს, რომელიც გაფაციცებით ათვალიერებდა ქვაფენილს.
- რა გატირებს? - ჰკითხეს ბიჭებმა პატარას.
- დედამ პურის საყიდლად გამომგზავნა, მე კი ფული დავკარგე, - სლუკუნით უპასუხა გოგონამ.
- ნუ ტირი, აი, შენი ფული!
გახარებულმა გოგონამ ბიძინას ფული გამოართვა, მადლობა გადაუხადა და მაღაზიისაკენ მოკურცხლა.
ირაკლი და ბიძინამ გზა გააგრძელეს. დარცხვენილი ირაკლი ბიძინას თვალს ვერ უსწორებდა.