x
სხვა ჟანრები
მამის იავნანა..
0
მამის იავნანა..
აგერ უკვე რა ხანია, მთებში ღამეს სძინავს, იავნანა, მამის დარდო, დაიძინე ტკბილად. უფალს ებარებოდეო, გაგითენოს დილა, სათუთო და მშვენიერო, ჩემო პაწაწინავ. მთვარეს ღრუბლის სარეცელზე, რა ხანია სძინავს, ნანას გეტყვი გენაცვალე, ჩემო თვალსაჩინავ. ვარსკვლავები ციმციმებენ, შენს საყვარელ ფერებს, გაიზარდე სამშობლოსთვის, მამა ასახელე. ლამაზო და სანატრელო, ჩემო გულის დარდო, შენს ზღაპრების საუფლოში, მზეც კი დანავარდობს. იავნანა, მამის დარდო, გარეთ ღამეს სძინავს, ჯერ მამალს არ უყივლია, დაიძინე ტკბილა
ორიგინალი სურათი
53
შეფასება არ არის
აგერ უკვე რა ხანია, მთებში ღამეს სძინავს,
იავნანა, მამის დარდო, დაიძინე ტკბილად.
უფალს ებარებოდეო, გაგითენოს დილა,
სათუთო და მშვენიერო, ჩემო პაწაწინავ.
მთვარეს ღრუბლის სარეცელზე, რა ხანია სძინავს,
ნანას გეტყვი გენაცვალე, ჩემო თვალსაჩინავ.
ვარსკვლავები ციმციმებენ, შენს საყვარელ ფერებს,
გაიზარდე სამშობლოსთვის, მამა ასახელე.
ლამაზო და სანატრელო, ჩემო გულის დარდო,
შენს ზღაპრების საუფლოში, მზეც კი დანავარდობს.
იავნანა, მამის დარდო, გარეთ ღამეს სძინავს,
ჯერ მამალს არ უყივლია, დაიძინე ტკბილა
ავტორი:nino janxoteli
nino janxoteli
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
კაკა
ჩვენება: 3
ავტორი: nino janxoteli
რა ტეხავს ახალ წელს თოვლი რომ არ არის