სხვა ჟანრები ქალები?!განსაკუთრებით ქალაქისანი... 18 აგვისტო 2014, 23:31:35 ქალები?!
განსაკუთრებით
ქალები ქალაქისანი!
მე მოვკვდე,
თუ არ მერჩიოს
ტირიფნი არაგვისანი!
ყალბია მათი სიცილი.
ცრემლიც კი მათი ყალბია...
გიღალატებენ ისინი,
არ ენდო წითელკაბიანს.
ტირიფნი?
განსაკუთრებით
ტირიფნი არაგვისანი!
ესენი შენ არ გეგონოს
ქალები ქალაქისანი!
წრფელია მათი შრიალი.
მათი ქვითინიც წრფელია..
ტირიფზე ნამუსიანი ამ ქვეყნად არაფერია. 161 7-ს მოსწონს განსაკუთრებით ქალები ქალაქისანი! მე მოვკვდე, თუ არ მერჩიოს ტირიფნი არაგვისანი! ყალბია მათი სიცილი. ცრემლიც კი მათი ყალბია... გიღალატებენ ისინი, არ ენდო წითელკაბიანს. ტირიფნი? განსაკუთრებით ტირიფნი არაგვისანი! ესენი შენ არ გეგონოს ქალები ქალაქისანი! წრფელია მათი შრიალი. მათი ქვითინიც წრფელია.. ტირიფზე ნამუსიანი ამ ქვეყნად არაფერია.
161
|
|