x
image
აჩიკუნა
სხვა ჟანრები
გიორგი XI და ავღანელები
2
გიორგი XI და ავღანელები
როდესაც გიორგი XI თავის 40 მხლებელთან ერთად მოკლეს ავღანელებმა, მაშინ როცა ავღანელთა წინამძღოლმა მირ-ვეისმა თითოეული ქართველის მოსაკლავად 50 კაციანი რაზმი გამოყო, ხოლო მეფის მოსაკლავად 100 კაციანი რაზმი, სწორედ მაშინ ითქვა ავღანთა შორის: სპარსელები დიაცნი არიანო ავღანთა შედარებით, ხოლო ავღანელნი დიაცნი ვართო ქართველებთან შედარებით.
19
3-ს მოსწონს
როდესაც გიორგი XI თავის 40 მხლებელთან ერთად მოკლეს ავღანელებმა, მაშინ როცა ავღანელთა წინამძღოლმა მირ-ვეისმა თითოეული ქართველის მოსაკლავად 50 კაციანი რაზმი გამოყო, ხოლო მეფის მოსაკლავად 100 კაციანი რაზმი, სწორედ მაშინ ითქვა ავღანთა შორის:

სპარსელები დიაცნი არიანო ავღანთა შედარებით, ხოლო ავღანელნი დიაცნი ვართო ქართველებთან შედარებით.
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
19
  
2014, 31 ივლისი, 9:51
კრწანისის ყაყაჩოები

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავ ჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად.
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
2014, 31 ივლისი, 9:49
მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი,
ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება.
ათასი გული ერთად რომ მქონდეს,
ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი,
ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე,
მახსენე კაცად როცა დაგჭირდე.
ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
არც სიკვდილისთვის დაგემდურები
ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი
სინდისით აღარ მოეთხოვება,
დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი
მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას
0 1 2
საყვარელი
ჩვენება: 6
ავტორი: აჩიკუნა
მოხვეტე!
ჩვენება: 4
ავტორი: აჩიკუნა
სოდომის ცოდვა
ჩვენება: 120
ავტორი: აჩიკუნა