ამ ძალიან ეფექტური ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია. აცეტილსალიცინის მჟავა (იგივე ასპირინი)
თაფლი (ნებისმიერი, თუნდაც ჩაშაქრებული)
ნიღაბი წარმოადგენს ერთდროულად მექანიკურ და ქიმიურ (მჟავა) პილინგს. მისი მუშაობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სალიცინის მჟავა კანის ზედა ფენის ინტენსიური ამქერცლავი საშუალებაა, რაც ეპიდერმისის გაახლებას უწყობს ხელს. ნიღბის საშუალებით კანი ერთგვაროვანი და გლუვი ხდება, სწორდება ნაოჭები.
საერთოდ, მჟავა ძალიან კარგია ცხიმიანი, ფორიანი და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის. თაფლი კი ნიღაბში მკვებავ და დამატენიანებელ საშუალებად გვევლინება.
თუ ალერგიულობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ იტანთ თაფლს, მაშინ ასპირინი შეგიძლიათ გახსნათ არაჟანში ან სახის ნებისმიერ, ნაყიდ ნიღაბში.
აღარ გავაგრძელებთ, რადგან სჯობს, ერთხელ ნახოთ, ვიდრე მოისმინოთ: ავიღოთ 3 აბი ასპირინი, ვაწვეთოთ თითოეულს წვეთ-წვეთად წყალი. 1 წუთში ნახავთ, რომ აბებმა შეიწოვა წყალი და გაფუვდა.
ახლა შეგიძლიათ გაქნათ ტაბლეტები. ზოგი ამ პროცესის მაგივრად, ასპირინს ყავის საფქვავში ფქვავს, მაგრამ წყლის მეთოდით უფრო მსხვილი კრისტალები რჩება და კანის გასასუფთავებლად უკეთესია.
შემდეგ აიღეთ 0,5 ჩაის კოვზი თაფლი და შეურიეთ დაფხვნილ ასპირინში. თუ თაფლი ჩაშაქრებულია და მასა ძალიან სქელი და უხეში გამოვიდა, შეგიძლიათ დაუმატოთ სულ ცოტაოდენი წყალი, ფაქტობრივად, წვეთი.
ვისვამთ ნიღაბს სუფთა კანზე და ვიჩერებთ 15 წუთით. შემდეგ სველი თითების წრიული მოძრაობით ფაქიზად ვიშორებთ სახიდან. ძალიან ნუ დააწვებით კანს და ნუ გაიხეხავთ, თითების მოძრაობა უნდა იყოს დელიკატური.
შედეგს მაშინვე, თქვენი თვალით იხილავთ – საოცრად სუფთა და განახლებული კანი. შეგიძლიათ გაიკეთოთ ნიღაბი კვირაში ერთხელ და გაიახლოთ კანი, მოიშოროთ გამონაყარი და გაიუმჯობესოთ ფერი.
აცეტილსალიცინის მჟავა (იგივე ასპირინი)
თაფლი (ნებისმიერი, თუნდაც ჩაშაქრებული)
ნიღაბი წარმოადგენს ერთდროულად მექანიკურ და ქიმიურ (მჟავა) პილინგს. მისი მუშაობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სალიცინის მჟავა კანის ზედა ფენის ინტენსიური ამქერცლავი საშუალებაა, რაც ეპიდერმისის გაახლებას უწყობს ხელს. ნიღბის საშუალებით კანი ერთგვაროვანი და გლუვი ხდება, სწორდება ნაოჭები.
საერთოდ, მჟავა ძალიან კარგია ცხიმიანი, ფორიანი და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის. თაფლი კი ნიღაბში მკვებავ და დამატენიანებელ საშუალებად გვევლინება.
თუ ალერგიულობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ იტანთ თაფლს, მაშინ ასპირინი შეგიძლიათ გახსნათ არაჟანში ან სახის ნებისმიერ, ნაყიდ ნიღაბში.
აღარ გავაგრძელებთ, რადგან სჯობს, ერთხელ ნახოთ, ვიდრე მოისმინოთ:
ავიღოთ 3 აბი ასპირინი, ვაწვეთოთ თითოეულს წვეთ-წვეთად წყალი.
1 წუთში ნახავთ, რომ აბებმა შეიწოვა წყალი და გაფუვდა.
ახლა შეგიძლიათ გაქნათ ტაბლეტები. ზოგი ამ პროცესის მაგივრად, ასპირინს ყავის საფქვავში ფქვავს, მაგრამ წყლის მეთოდით უფრო მსხვილი კრისტალები რჩება და კანის გასასუფთავებლად უკეთესია.
შემდეგ აიღეთ 0,5 ჩაის კოვზი თაფლი და შეურიეთ დაფხვნილ ასპირინში.
თუ თაფლი ჩაშაქრებულია და მასა ძალიან სქელი და უხეში გამოვიდა, შეგიძლიათ დაუმატოთ სულ ცოტაოდენი წყალი, ფაქტობრივად, წვეთი.
ვისვამთ ნიღაბს სუფთა კანზე და ვიჩერებთ 15 წუთით. შემდეგ სველი თითების წრიული მოძრაობით ფაქიზად ვიშორებთ სახიდან. ძალიან ნუ დააწვებით კანს და ნუ გაიხეხავთ, თითების მოძრაობა უნდა იყოს დელიკატური.
შედეგს მაშინვე, თქვენი თვალით იხილავთ – საოცრად სუფთა და განახლებული კანი.
შეგიძლიათ გაიკეთოთ ნიღაბი კვირაში ერთხელ და გაიახლოთ კანი, მოიშოროთ გამონაყარი და გაიუმჯობესოთ ფერი.