ჩინეთში საზარელი შემთხვევა მოხდა. ხუნანის პროვინციაში პოლიციელებმა 90 წლის ქალი გადაარჩინეს, რომელიც საკუთარმა შვილებმა შიმშილით სიკვდილისთვის გაიმეტეს. ერთთვიანი ტყვეობის შემდეგ ქალი ცოცხალ მუმიას დაემსგავსა.
როგორც ძიებით გაირკვა, სიამონ ცუის ქალ-ვაჟი დაიღალა დედის მოვლით და გადაწყვიტეს, დაეჩქარებინათ მისი გარდაცვალება - საჭმლის მიწოდება შეუწყვიტეს. მოხუცი ქალი საძინებელში ჩაკეტეს და სულაც მიივიწყეს მისი არსებობის შესახებ.
საბედნიეროდ, მეზობლებმა რაღაც იეჭვეს და როცა გაიგეს, რომ ქალი დატყვევებული იყო, ცოტ-ცოტას აჭმევდნენ მისი შვილების შინ არყოფნის დროს. სწორედ ამ ''გზავნილების'' წყალობით გადარჩა სიამონი.
მოშიმშილე ქალის მეზობლებმა არ იცოდნენ მისი შვილების გეგმების შესახებ და პოლიციას არ მიმართავდნენ. თუმცა როცა მიხვდნენ, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში, ინტერნეტით გაავრცელეს ანონიმური მიმართვა.
სახლში შეჭრილ სამართალდამცველებს ამაზრზენი სანახაობა დახვდათ - უსუსური მოხუცი მუმიას დამსგავსებოდა... სიაომინის შვილებს მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.