x
image
აჩიკუნა
სხვა ჟანრები
ბავშვის სურვილი ღმერთს და აცრემლებული მშობლები - "გადამაქციე ტელევიზორად"
1
ბავშვის სურვილი ღმერთს და აცრემლებული მშობლები - "გადამაქციე ტელევიზორად"
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ბავშვებს დასაწერად თავისუფალი თემა მისცა იმის შესახებ, რა უნდოდათ, რომ ღმერთს გაეკეთებინათ მათთვის.
ორიგინალი სურათი
19
4-ს მოსწონს
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ბავშვებს დასაწერად თავისუფალი თემა მისცა იმის შესახებ, რა უნდოდათ, რომ ღმერთს გაეკეთებინათ მათთვის.
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
19
  
2014, 18 ივნისი, 12:25
საღამოს, როცა მასწავლებელი დავალებებს ამოწმებდა, იგი ერთ-ერთ თემას გადაეყარა, რამაც ძალიან გაანაწყენა. ამ დროს შემოვიდა მისი ქმარი და დაინახა თუ როგორ ტიროდა.
"რა მოხდა" - ჰკითხა ქმარმა.
"წაიკითხე" - უპასუხა მან და ერთ-ერთი მოსწავლის თემა გაუწოდა.
"ღმერთო, დღეს მე შენ რაღაც განსაკუთრებული მინდა გთხოვო: გადამაქციე ტელევიზორად. მე მინდა, მისი ადგილი დავიჭირო. მინდა ისევე ვცხოვრობდე, როგორც ტელევიზორი ჩვენს სახლში. მქონდეს განსაკუთრებული ადგილი და მთელი ოჯახი ჩემს ირგვლივ იკრიბებოდეს. რომ მისმენდნენ და არ მაწყვეტინებდნენ საუბარს, არ სვამდნენ კითხვებს, როცა ვლაპარაკობ. მინდა, ვიყო ყურადღების ცენტრში. მინდა, მამა ჩემთან ატარებდეს დროს, როცა სახლში დაბრუნდება, თუნდაც დაღლილი. რომ დედა, ჩემი იგნორირების ნაცვლად, ჩემთან მოდიოდეს, როცა მარტო რჩება და მოწყენილია. მინდა, რომ ზოგჯერ მაინც ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გვერდით გადადონ და ჩემთან ერთად გაატარონ დრო. ღმერთო, ბევრს არ გთხოვ.. მინდა, ვცხოვრობდე ისე, როგორც ცხოვრობს ნებისმიერი ტელევიზორი."

"საშინელებაა! საწყალი ბავშვი!" - თქვა მასწავლებლის ქმარმა. - "ასეთი რა მშობლები ჰყავს?!"

"ეს ჩვენი შვილის თემაა.." - უპასუხა აცრემლებულმა მეუღლეს.
0 1 1
საყვარელი
ჩვენება: 6
ავტორი: აჩიკუნა
მოხვეტე!
ჩვენება: 4
ავტორი: აჩიკუნა
სოდომის ცოდვა
ჩვენება: 120
ავტორი: აჩიკუნა