რაა და ხოიცი ძველ ფილმებში ქალი აბაზანას რო იღებს და მოსამსახურეები წყალს უსხამენ და ეს სიამოვნებისგან ფეხს რო წევს მაღლა მერე უცებ კარი იღება ვიღაც კაცი შემოდის სერიოზულ თემაზე ელაპარაკება და ეს ქალი წამოდგება გადმოვა ეგრე ტიტლიკანა მოიცმევს ხალათს გაიყვანს იქით ოთახში ამ კაცს დაჯდებიან და ცივილიზებული ადამიანებივით წყნარად დაილაპარაკებენ