რეპორტაჟი სამი ქალბატონი გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის აივნიდან ჩამოვარდა 12 მაისი 2014, 12:29:37 სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმის მეორე სართულიდან 3 ქალბატონი მოაჯირიდან გადმოვარდა.ორი მათგანი სხეულის დაზიანებით გორის საავადმყოფოში მოათავსეს, მესამეს კი მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდა. ქალბატონები თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლეების მშობლები აღმოჩნდნენ.ისინი ექსკურსიაზე იყვნენ,სამმა ქალბატონმა გადაწყვიტა სურათი გადაეღოთ სამახსოვროდ და აივანზე შემოჯდნენ,აივანმა ვერ გაუძლო და ძირს დაენარცხნენ. ორიგინალი სურათი 27 6-ს მოსწონს
27
|
15.00
k
28.00
k
|