x
სხვა ჟანრები
ქალების აღიარება, ანუ რა აღიზიანებთ მათ მამაკაცებში
3
ქალების აღიარება, ანუ რა აღიზიანებთ მათ მამაკაცებში
ინფორფორმაცია კომენტარებშია
ორიგინალი სურათი
7
3-ს მოსწონს
ინფორფორმაცია კომენტარებშია
ავტორი:ანა წილოსანი
ანა წილოსანი
7
  
2014, 3 მაისი, 13:29
მართალია ეგ არ უნდა დაიჯეროთ :D
2014, 3 მაისი, 13:08
რჩეულის სიმაღლე და წონა ნაკლებად აინტერესებთ ნუთუ? არ დაიჯეროთ.
2014, 3 მაისი, 11:47
ფრაზა - "მამაკაცი მაიმუნზე ცოტათი ლამაზი უნდა იყოს" - ყველას გვსმენია, მაგრამ თურმე ქალებს მამაკაცების მიმართ სულ სხვა პრეტენზიები აქვთ.
მათ ნაკლებად აინტერესებთ რჩეულის სიმაღლე, სიმელოტე, წონა... ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემ გამოიკითხა: "რას აქცევენ ქალები ყველაზე მეტად ყურადღებას მამაკაცში" და საინტერესო, გასათვალისწინებელი პასუხები მიიღო. "ცუდი სუნი პირიდან" და ჭუჭყიანი ფრჩხილები ყველაზე აქტუალური საკითხი იყო. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით:
1. ცუდი სუნი პირიდან - 40 პროცენტი
ეს პრობლემა მოუვლელი პირის ღრუს ან კუჭ-ნაწლავის დაავადების ბრალია.
არასასიამოვნო სუნს აფრქვევენ მწეველებიც. პრობლემა რომ მოაგვაროთ, მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავის სისტემა და მოუარეთ პირის ღრუს. აგრეთვე, სასურველია, თუ თავს არ დაანებებთ, შეამცირებთ მაინც სიგარეტის რაოდენობას.

2. ჭუჭყიანი ფრჩხილები - 19 პროცენტი
ბევრი მამაკაცი ვიცი, ვინც ქალის შეფასებისას პირველ რიგში ყურადღებას მის ფრჩხილებს აქცევს. ახლა საკუთარზე დაიხედეთ, ისინიც იდეალურ მდგომარეობაშია?
ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ ხელის კანს. კაცებისთვისაც სასურველია ხელის კრემის წასმა. თუმცა, თუ არ გსურთ, ძმაკაცებმა სასაცილოდ აგიგდონ, ქვეყანას ნუ მოსდებთ ამ ფაქტს. დახეთქილ, დაწითლებულ კანს მოვლილი კანი აჯობებს.

3. თმა ცხვირში - 18 პროცენტი
ტყუილად გგონიათ, რომ ცხვირში არავინ შეგიძვრებათ. ქალის თვალს არაფერი გამოეპარება. მოიწესრიგეთ ნესტოები და თავაწეულმაც შეგიძლიათ გაიაროთ.

4. ოფლის ლაქები მაისურზე
თუ სხვაზე არ გაწუხებთ, საკუთარმა უნდა შეგაწუხოთ. ამისათვის კი ჯერ დერმატოლოგს ეჩვენეთ, თუ ექიმი არც დიაბეტის ნიშნებსა და არც ფარისებრთა ჯირკვლის დაავადებას არ აღმოგიჩენთ, გამოიყენეთ ანტიპერსპირანტი. ოღონდ ვარჯიშის შემდეგ, ჯერ შხაპი უნდა მიიღოთ.

5. თმიანი სხეული
ტყუილად გგონიათ, რომ თმიანი კაცი უთმოზე სექსუალურია, ეს მითია. სექსუალურია მოვლილი მამაკაცი. ამიტომ ქალების მსგავსად, ეპილაცია არც თქვენ გაწყენდათ. თუ თავად არ გამოგდით და სალონში წასვლა "გიტყდებათ", დახმარება მეგობარ გოგონას სთხოვეთ.

6. შავი წერტილები ცხვირზე
არ გეპატიებათ. უამრავი მეთოდი არსებობს აკნესთან - ასეთია ამ მოვლენის სამედიცინო ტერმინი - საბრძოლველად.

7. მოუვლელი კბილები ან მათი
0 1 3