იდეალური ზოგადად არაფერი არ არსებობს. შეიძლება იარსებოს იდეალურთან მიხლოებულმა თუმცა არა იდეალურმა. და საერთოდ რაა იდეალური?? ამაზე ადამიანი პასუხს ვერასოდეს გაიგებს :) რადგანაც იგი არასოდეს უნახავს, არასოდეს შეუგვრძნია.
არა! არც ქალი და არც მამაკაცი იდეალური არ არსებობს. უბრალოდ გვიყვარდება ნამდვილი მიჯნური გრძნობით ერთმანეთი და ამ სიყვარულის ფასად მისთვის ყველაფრისთვის მზად ვართ, გვესმის, ვუფრთხილდებით და ა.შ. სიყვარულია ორი სული რდესაც ზრუნავს ერთმანეთზე და ეს გრძნობა დღითიდღე ღვივდება. უბრალოდ ამ უდიდესი სიყვარულის გამო ხუჭავ ბევრ რამესე თვალს და უმნიშვნელო შეცდომებს პატიობ და ამით ქმნის ორივე ერთად თავინთთვის მისაღებ-იდეალურ სამყაროს.
იდეალური თავად უნდა იყო, რომ ეძებო და ელოდო იდეალურს. ვინ იცის რამდენჯერ გვიპოვია იდეალური, თუმცა ვერ დაგვინახავს, ვერ შეგვირგია და ხელიდან გაგვიშვია. საბოოლოოდ კი ისმის ფრთიანი ფრაზები: ნეტავ ისევ ახალგაზრდა ვიყო, რა კარგი იყო ახალგაზრდობა :D