კრეატივი წყალქვეშა მხატვარი 15 თებერვალი 2014, 21:04:51 პერუელი ხელოვანი პასკუელ მუმბელა წყალქვეშ ხატვითაა გატაცებული. მან ბავშვობის ოცნება აისრულა – თითქმის ყოველ კვირას ტალარას პროვინციაში აკვალანგის დახმარებით წყნარი ოკეანის ფსკერზე ეშვება და ხატავს.
ხელოვანი ხატავს ყველაფერს, რაც კი ზღვასთან და ოკეანესთანაა დაკავშირებული – ნავებს, თევზებს, სანაპიროებს და ტალღებს. მუმბელას თქმით, ის წყალქვეშა სამყარომ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიტაცა და მისი ოცნება ოკეანის ფსკერზე ხატვა იყო. ამჟამად მუმბელას წყალქვეშ ზეთით შესრულებული 16 ნამუშევარი აქვს. 9 6-ს მოსწონს ხელოვანი ხატავს ყველაფერს, რაც კი ზღვასთან და ოკეანესთანაა დაკავშირებული – ნავებს, თევზებს, სანაპიროებს და ტალღებს. მუმბელას თქმით, ის წყალქვეშა სამყარომ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიტაცა და მისი ოცნება ოკეანის ფსკერზე ხატვა იყო. ამჟამად მუმბელას წყალქვეშ ზეთით შესრულებული 16 ნამუშევარი აქვს.
9
|
|