x
image
ლეელ
ცნობილი ადამიანები
მძღოლი, რომელიც კანფეტებით ასაჩუქრებს მგზავრებს
2
მძღოლი, რომელიც კანფეტებით ასაჩუქრებს მგზავრებს
გინახავთ მძღოლი, რომელიც ყველა მგზავრს ღიმილითა და კანფეტით ასაჩუქრებდეს? ვისაც ხშირად უწევს N66-ის ხაზზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, ყველა იცნობს თემურს, მის "ყვითელას"კი "ბედნიერების მატარებელს" უწოდებს. მასთან პირველი შეხვედრა ყველა მგზავრისთვის ერთნაირად იწყება, - ადიხარ ტრანსპორტში, მძღოლი გიღიმის და კანფეტს გიწვდის. იბნევი, უნებლიეთ სალონში, მგზავრებისკენ იხედები და მათი მხიარული სახეების დანახვაზე ცდილობ, გაარკვიო რა ხდება... ტრანსპორტის წინა, შიდა ნაწილი სულ ხატებითა და "სმაილებ
71
10-ს მოსწონს
გინახავთ მძღოლი, რომელიც ყველა მგზავრს ღიმილითა და კანფეტით ასაჩუქრებდეს? ვისაც ხშირად უწევს N66-ის ხაზზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, ყველა იცნობს თემურს, მის "ყვითელას"კი "ბედნიერების მატარებელს" უწოდებს. მასთან პირველი შეხვედრა ყველა მგზავრისთვის ერთნაირად იწყება, - ადიხარ ტრანსპორტში, მძღოლი გიღიმის და კანფეტს გიწვდის. იბნევი, უნებლიეთ სალონში, მგზავრებისკენ იხედები და მათი მხიარული სახეების დანახვაზე ცდილობ, გაარკვიო რა ხდება... ტრანსპორტის წინა, შიდა ნაწილი სულ ხატებითა და "სმაილებ
ავტორი:ლეელ
ლეელ
71
  
2014, 14 თებერვალი, 21:40
- ასეთი მძიმე განსაცდელი გადაგიტანიათ და მაინც გაქვთ ძალა, რომ ადამიანების ბედნიერებაზე იზრუნოთ?
- დიდხანს ვიყავი ქუჩაში, მოწესრიგებული ბომჟი გახლდით, სუფთად გაპარსული. ხან ვის აბანოში დავდიოდი, ხან ვინ მირეცხავდა სარეცხს, ხან ვინ მაჭმევდა ცხელ კერძს. რომ დაზამთრდა, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და მონასტერში წამიყვანეს. ორი წელი და ორი თვე ვიცხოვრე. აღდგომის დღესასწაულზე ბერი უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ წამოვედი და მძღოლი გავხდი. ჩემი ვალი და ტვირთი ვერ ავკიდე ოჯახს, ისედაც მძიმე დღეში ჩავარდნილს. ვერ გავბედე, მხოლოდ ღვთისთვის მიმენდო მათი თავი და წამოვედი მონასტრიდან, იქნებ რაღაც საქმე ვნახო, რომ ვალი გავისტუმრო და შვილი აღარ შემიწუხოს ვინმემ-მეთქი. წელიწადზე მეტია ვმუშაობ და იმედი გამიჩნდა, რომ ისევ დავალაგებ ცხოვრებას.
2014, 14 თებერვალი, 21:39
გინახავთ მძღოლი, რომელიც ყველა მგზავრს ღიმილითა და კანფეტით ასაჩუქრებდეს? ვისაც ხშირად უწევს N66-ის ხაზზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, ყველა იცნობს თემურს, მის "ყვითელას"კი "ბედნიერების მატარებელს" უწოდებს. მასთან პირველი შეხვედრა ყველა მგზავრისთვის ერთნაირად იწყება, - ადიხარ ტრანსპორტში, მძღოლი გიღიმის და კანფეტს გიწვდის. იბნევი, უნებლიეთ სალონში, მგზავრებისკენ იხედები და მათი მხიარული სახეების დანახვაზე ცდილობ, გაარკვიო რა ხდება... ტრანსპორტის წინა, შიდა ნაწილი სულ ხატებითა და "სმაილებით" არის მორთული. "ხატები ჩემია, "ღიმილებს" კი ბავშვები და სტუდენტები ტოვებენ", - ამბობს თემური. გვარს არ მიმხელს, სახელი და მანქანაც კმარა, ყველა ასე მიცნობსო. ვუთანხმდები, რომ მალე ვნახავ და საგაზეთოდ პორტრეტს გავაკეთებ მის შესახებ. მგონია, რომ თემური საღამოს ბედნიერ ოჯახში ბრუნდება და ცოლ-შვილთან ალერსში აღიდგენს დღის განმავლობაში გაცემულ უზარმაზარ ენერგიას. მას კი თურმე თავშესაფარიც არა აქვს და უკვე 4 წელია, გამუდმებით განსაცდელში ცხოვრობს, ცოლ-შვილისგან შორს.

- 53 წლის ვარ. ბოლო ოთხმა წელმა მომტეხა, თორემ ახლა პატარა ბიჭის გარეგნობა მექნებოდა (ეღიმება). 2008 წელს დავკარგე სახლი, ქონება, თუ რამე გამაჩნდა, საყვარელი ქალაქი და დავრჩი ღია ცის ქვეშ ოჯახთან ერთად. ქუთაისელი ვარ. ბათუმში მივდიოდი, გზად ნაცნობს შევხვდი, მანქანა გავაჩერე და მას ველაპარაკებოდი, ვიღაც აზერბაიჯანელი თუ თურქი დამეჯახა მანქანით. გონს რომ მოვედი, მითხრეს, ღერძულა ხაზზე გადახვედი და შენ ხარ დამნაშავეო! გინახავთ, ღერძულა ხაზზე გაეჩერებინოს მანქანა მოლაპარაკე კაცს? ვერ გავიტანე ჩემი სიმართლე. დალეწილი ვეგდე 6 თვე. თავიდან ამაწყვეს. ქუთაისში ჩემი პატარა სამკერვალო ფირმა, მაღაზიები და კაფე-ბარი მქონდა. ყველაფერი წავიდა საბანკო ვალებში. ახლა მეუღლე და 19 წლის ვაჟი დაგირავებულ ბინაში ცხოვრობენ ქუთაისში. დედაჩემი ხან მათთან არის, ხანაც ჩემს დასთან, გამიწვალდა საბრალო ქალი. ამ მანქანაზე რომ დავჯექი, 4-5 თვე თავშესაფარი არ მქონდა, ამიტომ დღე საჭესთან.

ვიჯექი და ღამე ფეხით დავდიოდი. ახლა მუხიანის დასაწყისში საბავშვო ბაღის შენობაში დევნილებთან ერთმა მოხუცმა შემიფარა.

- ასეთი მძიმე განსაცდელი გადაგიტანიათ და მაი
0 1 2
Jeremy Jackson
ჩვენება: 12
ავტორი: ლეელ
Ray Charles
ჩვენება: 7
ავტორი: ლეელ
ნინო ქათამაძე
ჩვენება: 6
ავტორი: ლეელ
ლელა მებურიშვილი
ჩვენება: 19
ავტორი: ლეელ
მოგწონთ სკარლეტი?
ჩვენება: 7
ავტორი: ლეელ