სხვა ჟანრები დედი, გეფიცები, ხარჯიხვ დავთოფე და მერე გადმაფრენილ, ქარაფს დავეკიდე. დედი მაპატიე, სანამ დავენარცხე 1 თებერვალი 2014, 14:08:15 ![]() დედი
• • •
დედი,
სახვალიოდ საგძალ გამიმზადე,
უნდა გადავიარ
ჭაუხ ნისლიანი.
კაი,
რაად სდარდობ,
აღარც ბალღი ვარ და
თოვლიც ცოტაღაა,
შავი და ჭიანი.
დედი,
გახსოვს ალბათ,
ეს რომ გითხარი და
დილას ნაბილიკარს,
ავჰყევ დეკიანის.
მაინც არ იშლიდი,
მაინც ჩამაცმიე,
პაპის ქალბანნი და
პერანგ ჯვრებიანი.
დედი, გეფიცები,
ხარჯიხვ დავთოფე და
მერე გადმაფრენილ,
ქარაფს დავეკიდე.
დედი მაპატიე,
სანამ დავენარცხე,
შენზე ვფიქრობდი და
ალბათ სხვებზეც კიდევ.
დედი,
მე მოვკვდი და
ესეც მაპატიე,
იცი? ორიგინალი სურათი 160 5-ს მოსწონს • • • დედი, სახვალიოდ საგძალ გამიმზადე, უნდა გადავიარ ჭაუხ ნისლიანი. კაი, რაად სდარდობ, აღარც ბალღი ვარ და თოვლიც ცოტაღაა, შავი და ჭიანი. დედი, გახსოვს ალბათ, ეს რომ გითხარი და დილას ნაბილიკარს, ავჰყევ დეკიანის. მაინც არ იშლიდი, მაინც ჩამაცმიე, პაპის ქალბანნი და პერანგ ჯვრებიანი. დედი, გეფიცები, ხარჯიხვ დავთოფე და მერე გადმაფრენილ, ქარაფს დავეკიდე. დედი მაპატიე, სანამ დავენარცხე, შენზე ვფიქრობდი და ალბათ სხვებზეც კიდევ. დედი, მე მოვკვდი და ესეც მაპატიე, იცი?
160
|
|