სხვა ჟანრები გაბრაზებულმა ქალმა 100 წყვილი ფეხსაცმელი შეიძინა 1 იანვარი 2014, 19:45:13 ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მცხოვრებმა 26 წლის ქალმა, ვანგ უანგმა, მეგობარ კაცთან ჩხუბის შემდეგ, შურისძიების მიზნით, 100 წყვილი ფეხსაცმელი შეიძინა. როგორც მაღაზიის ადმინისტრაცია აცხადებს, მან ამ შენაძენში 20.000 იუანი (3.300 დოლარი) დახარჯა. ფეხსაცმელები ავტომობილში რომ არ ჩაეტია, ქალმა წებოვანი ლენტით ნაწილი მანქანას ზემოდან დააკრა. ვანგის მიერ შეძენილ კოლექციაში ყველა სტილისა და სეზონის ფეხსაცმელია, რამდენიმე წყვილი კი მამაკაცისაც გამოერია.
ფეხსაცმელების ფანს მედიის წარმომადგენლები დაუკა 8 1-ს მოსწონს ფეხსაცმელების ფანს მედიის წარმომადგენლები დაუკა
8
|
|