სხვა ჟანრები იების გამყიდველი 21 დეკემბერი 2013, 19:07:41 იების გამყიდველი მუდამ ერთ ადგილას იდგა ხოლმე..არ ქონდა ამინდს მნიშვნელობა. მისი იების რიცხვი არასდროს იკლებდა.ხანდახან მიკვირს კიდეც,სად ჰქონდა ამდენი ია..ერთხელ,მივედი და ვუთხარი,ერთი კონა მომეცით-მეთქი.…-არა,ახალგაზრდა ქალბატონო.თქვენთვის არ შეიძლება იების ყიდვა..-მომიგო სევდანარევი ღიმილით,რომელიც ყველა მოხუცს ახასიათებს.-კი მაგრამ,რატომ?-გავიოცე.-როგორ თუ რატომ?!-ახლა თვითონ გაუკვირდა,-როგორ შეიძლება ია მანდილოსანმა იყიდოს! მამაკაცმა უნდა აჩუქოს იგი ქალს. ორიგინალი სურათი 67 4-ს მოსწონს
67
|
|
:(