x
სხვა ჟანრები
დასაფიქრებელი ამოცანა, შეძლებ პასუხის გაცემას?!
4
დასაფიქრებელი ამოცანა, შეძლებ პასუხის გაცემას?!
ამოცანა! პირობა შემდეგია: გვაქვს ორი კოლბა, ერთში ძაფზე მიბმულია პინ-პონგის ბურთი ქვემოდან, მეორეში კი რკინის ბურთია ჩაშვებული იზივე სიგრძის ძაფით. (ბურთებიც ერთიდაიგივე ზომისაა). ახლა კი კითხვა – რომელ მხარეს გადაიხრება სასწორი?
ორიგინალი სურათი
29
1-ს მოსწონს
ამოცანა!
პირობა შემდეგია:
გვაქვს ორი კოლბა, ერთში ძაფზე მიბმულია პინ-პონგის ბურთი ქვემოდან, მეორეში კი რკინის ბურთია ჩაშვებული იზივე სიგრძის ძაფით. (ბურთებიც ერთიდაიგივე ზომისაა).
ახლა კი კითხვა – რომელ მხარეს გადაიხრება სასწორი?
ავტორი:Cowbot
Cowbot
29
  
2013, 14 დეკემბერი, 9:31
:) მოცემულ შემთხვევაში პინ-პონგის ბურთის ზომა და მასში მოთავსებული ჰაერის მასა იმდენად მცირეა, რომ შეგვიძლია ვუგულებელყოთ, ასე რომ გვრჩება კოლბაში მხოლოდ წყალი, რომელსაც შეგვიძლია მოვაკლოთ პინ-პონის ბურთის მოცულობა, მეორე კოლბაში რკინის ბურთი არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს კოლბაზე, რის გამოც მისი მასა არაფერში გვჭირდება, მოცულობა კი რადგან იგივეა რაც პინ-პონგის ბურთის, მისი მოცულობაც რომ გამოვაკლოთ წყლის მასები ტოლი დარჩება.
2013, 13 დეკემბერი, 12:11
მემგონი ცდები, ეს ხომ ვაკუუმი არაა, ჩვეულებრივ ატმოსფერულ პირობებში ჰაერით გაბერილი ბურთი ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს მარცხენა კოლბაზე. ძაფი რომ გადაჭრა ბურთი ზედაპირზე ამოვა და გაჩერდება ანუ ის წყალთანაა კავშირში და არა კოლბასთან, ჰელიუმით თუ გაბერავ ზედაპირზე ამოსვლის შემდეგ ჰაერში წავა ანუ ჰელიუმი ჰაერზე მჩატეა, თუ ასეა მაშინ ის ჰაერთანაა ურთიერთკავშირში და მთლიან კოლბას ამჩატებს. თუ დაუკვირდები მიხვდები
2013, 13 დეკემბერი, 3:18
მართალი ხარ საინტერესო იქნებოდა , მაგრამ ჩემი აზრით ამ შემთხვევაშიც არაა ადვილად საქმე. პინპონგის ბურთში ჰაერი რომაა იმას არ ნიშნავს რომ მარცხენა კოლბა აუცილებლად ზევით აიწევა, რაც არ უნდა ცოტა იყოს სიმძიმე მაინც ემატება განსხვავებით მარჯვენა კოლბისგან. ( ეს უბრალოდ მოსაზრებაა, ამით არანაირ პასუხს არ ვამბობ.)
2013, 13 დეკემბერი, 1:17
წონასწორობაში დარჩება. რკინის ბურთი ხისტადაა ჩამაგრებული ნეიტრალურ სხეულზე, პინგპონგის ბურთში კი უბრალოდ ჰაერია.უფრო საინტერესო იქნებოდა თუ რკინის ბურთი თავისუფლად იქნებოდა ფსკერზე დაყრდნობილი, პინგპონგის ბურთი კი ჰელიუმით გაბერილი. ამ შემთხვევაში მისი ამომგდები ძალა დედამიწის მიმართ იმოქმედებს და არა წყლის მიმართ, როგორც მოცემულ შემთხვევაშია. ანუ რკინის კუთრი წონის და ჰელიუმის შერკინება )))
0 1 4
BMX
ჩვენება: 2
ავტორი: Cowbot