ცნობილი ადამიანები მატა და ტორესი "დააჯარიმეს" 1 დეკემბერი 2013, 13:31:31 "ჩელსის" ესპანელი ფეხბურთელები ხუან მატა და ფერნანდო ტორესი გუშინ სადილზე ლონდონის ცენტრში ერთ-ერთ რესტორანში შევიდნენ, იქამდე კი მანქანა გზის პირას გააჩერეს. მათ პოლიციელმა უთხრა, რომ ავტომობილის იქ დაყენება არ შეიძლებოდა და უნდა დაეჯარიმებინა. გადავიხდით ბატონო, ეგ რა პრობლემააო, უპასუხია მატას. ძვირი დაგიჯდებათო, მიუგია წარბშეუხრელად სამართალდამცავს, ჩემთან ერთად სურათის გადაღებაო, რაზეც "არისტოკრატები" სიამოვნებით დათანხმდნენ. თურმე, ის "ჩელსის" თავგადაკლული ფანი ყოფილა, ისევე როგორც რესტორნ ორიგინალი სურათი 11 3-ს მოსწონს
11
|
10.00
k
30.00
k
|