კრეატივი ორიგინალური ტორტი "ემილი" 19 სექტემბერი 2013, 11:32:41 ინგრედიენტები:
5 კვერცხი
4 ს/კ შაქარი
2 ჩ/კ თაფლი
2 ს/კ კაკაო
7 სავსე ს/კ ფქვილი
250 გრ. კარაქი
1 ქილა შედედებული რძე
1 შეკვრა ვანილი
ცოტა ხილის ჯემი ორიგინალი სურათი 295 17-ს მოსწონს 5 კვერცხი 4 ს/კ შაქარი 2 ჩ/კ თაფლი 2 ს/კ კაკაო 7 სავსე ს/კ ფქვილი 250 გრ. კარაქი 1 ქილა შედედებული რძე 1 შეკვრა ვანილი ცოტა ხილის ჯემი
295
|
|
მომზადების წესი:
5 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ 3 ს/კ წყალთან და მწიკვ მარილთან ერთად,შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ 4 ს/კ შაქარი, თითო-თითო კვერცხის გული, 2 ჩ/კ თაფლი და ბოლოს, ხის კოვზით ფრთხილად შევურიოთ 7 ს/კ ფქვილი და 2 ს/კ კაკაო.
საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი,მოვათავსოთ მასზე ცომის მასა და გავასწოროდ თანაბრად.
გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 10 წუთი.
გამომცხვარ ბისკვიტს თავზე დავაფაროთ სველი ტილო და ფრთხილად გადმოვაბრუნოთ,ავაცალოთ ქაღალდი და ვაცადოთ გაცივება.
ბისკვიტს წავუსვათ კრემი,შემდეგ გავჭრათ 5 ან 6 თანაბარ ნაწილად და თითოეული ნაწილის შუაში,წვრილ ზოლად მოვათავსოთ ჟოლოს,ან ნებისმიერი არომატული ხილის ჯემი.
ავიღოთ ბისკვიტის ერთი ნაწილი,გადავახვიოთ რულეტივით,მოვათავსოთ ნამცხვრის თეფშზე შუაში და დანარჩენი ნაწილები შემოვახვიოთ სურათის მიხედვით.
ბოლოს,თავზე და გვერდებზე წავუსვათ კრემი.
კრემის მომზადება:
250 გრ. კარაქი გავთქვიფოთ კარგად გათეთრებამდე და ნელ-ნელა დავამატოთ ერთი ქილა შედედებული რძე+ვანილი.