x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135748
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
შავ თეთრი
პატიმარ მერაბ კოსტავას პირადი საქმე
1
პატიმარ მერაბ კოსტავას პირადი საქმე
39
19-ს მოსწონს
ავტორი:ლიცი
ლიცი
Mediator image
39
  
2013, 20 ივლისი, 9:32
* * *

ვეღარ ვიოკებ შეშლილ სუნთქვის დაწყევლილ ალებს,
მივდივარ შენგან, ბალდახინით შევიბურები,
საბუდრებიდან ამოვითხრი ყაჩაღის თვალებს,
შენ შემოგწირავ, რათა დასძღენ შენი ყურებით.
ქარონის ნავით გადავირბენ პირველ ქაოსებს,
ეთერის ჭავლებს ავაკვნესებ ცეცხლის ხოფებით,
საიქიოშიც მე ვიგლოვებ სააქაოზე,
რადგან ძვირფასო, აქ მიწაზე შენ იმყოფები.
და კვლავ დასთქვან პაემანი ერინიებმა,
ჩემი ცოდვები მათთვის დარჩეს აწ გასამხელი,
წავალ, წამყვება საშინელი მონანიება
და გულში შანთით ამომწვარი შენი სახელი.
ვერ დაგვაშორებს აქერონის შლეგი ტალღები,
სულ იფხიზლებს თუნდ რომ გვამი ეგდოს მძინარე,
სულეთის მგზავრნი, ანგელოსებს ჩვილი ბალღები
დავაშრობთ ლეტოს, დავიწყების წყეულ მდინარეს.
/მ.კოსტავა/
0 1 1
ქორწილი სიმაღლეზე
ჩვენება: 7
ავტორი: ქეთი1988
გამონათქვამი