სხვა ჟანრები მამული ენა სარწმუნოება 2 ივლისი 2013, 08:36:21 ![]() ამ საწუთროში ქართველად მოველ,
საქართველოა ჩემი ფესვები.
ჩემში სისხლია წმინდა ქართული,
სული უფალთან შენავედრები.
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
საქართველოა ჩემი ტაძარი,
ჩემი სისხლის და ხორცის საუფლო
და ჩემი ძვლების ძვალთშესაფარი.
ამ საწუთროში ქ 49 6-ს მოსწონს საქართველოა ჩემი ფესვები. ჩემში სისხლია წმინდა ქართული, სული უფალთან შენავედრები. ამ საწუთროში ქართველად მოველ, საქართველოა ჩემი ტაძარი, ჩემი სისხლის და ხორცის საუფლო და ჩემი ძვლების ძვალთშესაფარი. ამ საწუთროში ქ
49
|
|
საქართველოა ჩემი ფესვები.
ჩემში სისხლია წმინდა ქართული,
სული უფალთან შენავედრები.
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
საქართველოა ჩემი ტაძარი,
ჩემი სისხლის და ხორცის საუფლო
და ჩემი ძვლების ძვალთშესაფარი.
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
ჩემთვის წმინდაა სიტყვა ქართული,
ჩემთვის წმინდაა მშობელი მიწის
ყოველი გოჯი სისხლით დაცული.
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
მეფე დავითის მკერდზე გავზრდილვარ.
სადაც და როგორც არ უნდა ვიყო,
ხმამაღლა ვიტყვი რომ ქართველი ვარ!
ამ საწუთროში ქართველად მოველ.
თუმც.ამ საწუთროს მე ვარ სტუმარი,
ჩემს სამშობლოსთვის.უფალო ღმერთო,
გული მუდამ მაქვს გაუხუნარი!...