x
image
თამუნა გეწაძე
კრეატივი
კრეატივი.
3
კრეატივი.
9
6-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
9
  
2013, 18 ივნისი, 17:59
დიდი მადლობა ჩემო დაო.გაიხარეთ.
2013, 18 ივნისი, 17:53
კარგია :))))
2013, 18 ივნისი, 14:31
გამარჯობა. როგორ ხართო ქალბატონო?
რა ხანია არ მინახავს თქვენი სახე.
მძვინვარებით გაჟღენთილი მონატრება ფიქრად მაწევს.
თქვენი ნაზი სურნელება შერჩენია ჩემს ალიონს.
რა ხანია არ მინახავს თქვენი სახე.
ზეციური გამოხედვა თვალთა თქვენთა,
სიბრაზეს და განრისხებას ასამარებს.
იცით, უკვე დავიწყებაც დამავიწყდა.
ჩემს ღამეებს მოჰფენია თქვენი ლანდი.
დღეს თქვენობით მოგმართავთ და უწინ ჩემი გერქვათ ქალი.
მაპატიეთ ეს რითმები ქალბატონო.
მუზა თქვენზე ამეკიდა გასულ ღამით.
გამახსენდა წლების წინ, რომ შემასწავლეთ სიყვარული,
მეც რა უმალ ავითვისე ნიჭიერი ვიყავ ბავშვი.
ის პირველი კოცნა მახსოვს, თქვენი ბაგის არომატი.
ჩახუტება მაგ თქვენს გულში სამოთხეზე იყო კარგი.
ეშმაკს სულსაც მივყიდიდი თუნდაც წამით, მხოლოდ წამით.
უბადრუკი პოეტი ვარ. მუზა მთვრალი... მუზა მთვრალი...
თუ ოდესმე ამ ლექსს ნახავთ, რომც გავიდეს წელი ასი.
ისევ ასე მეყვარებით განცხრომით და ხელაღებით.
მე უბრალოდ მაპატიეთ... თქვენი გიჟი პოეტი ვარ.
ო რა მთვრალი... ო რა მთვრალი...
იცით, არ მსურს ქალბატონო მე ამ ლექსის პროლოგია.
სულ მინდა, რომ თქვენზე ვწერო დღე და ღამე ამერია.
- გამარჯობა. როგორ ხართო ქალბატონო?
- გმადლობთ. კარგად. ორი შვილის დედა ვარ და...
საქმე სხვა არ დაგრჩენიათ?...
0 1 3
კრეატივი
ჩვენება: 6
ავტორი: თამუნა გეწაძე
თბილი ფოტო....