უშნომ ქვეყანა დააქცია და მაინც ეხურა ნამუსის ქუდი. ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და უკვე შეერქვა სახელი ცუდი. ქალი კი არა მზე ამოდის და ღრუბლებს უჩნდებათ შურით იარა ლამაზის თვალებში ბეწვი ნახეს და უშნოს თვალებში დირეც კი არა... ლამაზის ბედი დასაგმობია (აუ, რამდენი ყოფილა მტერი) ლამაზი ყველას სხვისი ჰგონია და დგას ჭორების კორიანტლი. მას ველურ თვალთა კორიანტელით მიაცილებენ მამაკაცები მათი განზრახვა ბოროტი არის ხომ უნდა უთხრან, სცადონ სათქმელი. მე მაინც მინდა ვიყო ლამაზი, რაგინდ ჭორებმა გული დაფლითოს, შენ ერთს გაგანდო ფიქრი ათასი, ათიათასს კი გული დავწყვიტო!...
და მაინც ეხურა ნამუსის ქუდი.
ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა
და უკვე შეერქვა სახელი ცუდი.
ქალი კი არა მზე ამოდის და
ღრუბლებს უჩნდებათ შურით იარა
ლამაზის თვალებში ბეწვი ნახეს და
უშნოს თვალებში დირეც კი არა...
ლამაზის ბედი დასაგმობია
(აუ, რამდენი ყოფილა მტერი)
ლამაზი ყველას სხვისი ჰგონია
და დგას ჭორების კორიანტლი.
მას ველურ თვალთა კორიანტელით მიაცილებენ მამაკაცები
მათი განზრახვა ბოროტი არის
ხომ უნდა უთხრან, სცადონ სათქმელი.
მე მაინც მინდა ვიყო ლამაზი,
რაგინდ ჭორებმა გული დაფლითოს,
შენ ერთს გაგანდო ფიქრი ათასი,
ათიათასს კი გული დავწყვიტო!...
ციდან მოჩუხჩუხე წვიმა,
წვიმით ბედნიერი ქოლგა,
ქოლგით მოსეირნე ქალი
აგერ ორ ნაბიჯზე კაფე
თვითონ აირჩიე, ჰოდა,
ცოტაც დავლიოთ და გავთბეთ,
-ცოტა? შეიძლება ცოტა... :))