თქვენ ღადაობთ და ასოს შეცდომისთვის დიდი პრობლემა შემექმნა, ერთ ერთი ტექსტის წერისას მეწერა : მოქალაქე ესა და ეს ფიზიკური დაზიანების შედეგად რაღაცა და რაღაცა, ტკივილი აღენიშნებოდა მუცლის არეში. დაზიანებული ადგილი (რამდენიმე პიროვნება მეწერა ) დაუმუშავეს გამოხდილი წყლით და კაროჩე ტექსტი ისეთი შინაარსით მთავრდებოდა რომ ეგ ადამიანი გაუშვეს მოვლილი და კმაყოფილი. დღემდე არ სჯერათ და ვერც დავაჯერე რომ სიტყვა ში"მუცლის" და სიტყვაში "წყლით" ასოები (პირველ სიტყვაში ც-ს ნაცვლად მეწერა ტ; და მეორეში წ ვაბშე არ მეწერა) შემთხვევით შემეშალა.ეხლა წარმოიდგინეთ რა წინადადება გამომივიდა :DDDD მეც მაგრად ვიცინე რო გავიგე, მაგრამ სხვები რატომღაც არ იცინოდნენ და პირიქით :) მართლა შემთხვევით მომივიდა, არანაირი ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ :DDD მითხრეს რომ მასხრად ავიგდე არა მარტო ეგ მოქალაქე, არამედ ვისაც გავუგზავნე ისინიც.აბაა, ესე იყო ეგ ამბავი და ფრთხილად იყავით, ქართული ენა ისეთი ენააა, ხოხოხო :DDDD