ცნობილი ადამიანები ჩიორა 17 მაისი 2013, 15:20:06 ![]() აამას მგონი არ ეყო ცემა..
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი დღევანდელ აქციას "ფეისბუქით" ეხმაურება.
"ქვებით ჩაქოლვა, ცხვირ-პირის გაერთიანება, ლინჩის წესით გასამართლება, ალყაში მოქცეული გოგოების ცემა, გავეშებული ინკვიზიტორების მიერ 21 14-ს მოსწონს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი დღევანდელ აქციას "ფეისბუქით" ეხმაურება. "ქვებით ჩაქოლვა, ცხვირ-პირის გაერთიანება, ლინჩის წესით გასამართლება, ალყაში მოქცეული გოგოების ცემა, გავეშებული ინკვიზიტორების მიერ
21
|
|
"ქვებით ჩაქოლვა, ცხვირ-პირის გაერთიანება, ლინჩის წესით გასამართლება, ალყაში მოქცეული გოგოების ცემა, გავეშებული ინკვიზიტორების მიერ ბავშვების გამოყენება სისასტიკის ჩასადენად და წასახალისებლად, უმოქმედო პოლიცია, რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი ღიად თანაუგრძნობს თავდამსხმელ მოძალადეებს, ჟურნალისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ძალადობა, ელჩების მანქანების დევნა და თავდასხმა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რიგით მგზავრებზე თავდასხმა, ასობით სისასტიკის ექსტაზში მყოფი არაადამიანის მიერ მაღაზიებში, მანქანებში თუ სხვა ადგილებში ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციაში მონაწილე ცალკეული ადამიანების დევნა ჯოხებით, ჯვრებით და სკამებით დასისხლიანების და ჩაქოლვის მიზნით, თავდასხმა
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე...
და ეს ყველაფერი ჯვრების ქნევით, მღვდელ-ეპისკოპოსების და "სამართლიანობის აღდგენის" დროშით გამარჯვებული პოლიტიკოსების ღია, შეუფარავი წაქეზებით და მხარდაჭერით!!!!!!
რაზე მიუთითებს ეს?? აქვს ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას საერთოდ რამე მომავალი? სახელმწიფო რომ აღარ არსებობს ამ ყველაფრის აღსაკვეთად, ეს ვიცი ცხადად!!!!!!!! როდესაც სასტიკი, უმრავლესობა სუსტ, მოწყვლად ჯგუფს მოერევა, არის ეს საზოგადოება რამეთი განსხვავებული ნაცისტური გერმანიისგან ან თალიბანის ავღანეთიდან?