x
image
cxvedo
სხვა ჟანრები
ჟულიენი
9
ჟულიენი
ინგრედიენტები: ქამა სოკო – 1 კგ ხახვი – 4-5 საშუალო ზომის თავი ფქვილი – 2 სუფრის კოვზი არაჟანი – 2 სუფრის კოვზი მარილი – პილპილი ყველი (სულგუნი, რბილი, უმარილო – ან რამე მსგავსი წელვადი) – 400 გრამი
ორიგინალი სურათი
179
15-ს მოსწონს
ინგრედიენტები:
ქამა სოკო – 1 კგ
ხახვი – 4-5 საშუალო ზომის თავი
ფქვილი – 2 სუფრის კოვზი
არაჟანი – 2 სუფრის კოვზი
მარილი – პილპილი
ყველი (სულგუნი, რბილი, უმარილო – ან რამე მსგავსი წელვადი) – 400 გრამი
ავტორი:cxvedo
cxvedo
179
  
2013, 16 მაისი, 22:49
მე მედუზა მეგონა ex quse
2013, 16 მაისი, 22:49
კი, ძირითადად ხბოს ხორცით კეთდება.:)
2013, 16 მაისი, 22:47
ქათმისას ხბოს ხორცი ჯობია, ცხვრის ხორცითაც აკეთებენ, მაგრამ ძალიან მსუყე გამოდის და თან ცხვრის ხორცი ცოდოა ამისთვის. ხბოს ხორცი ქათმის ხორცზე ბევრად უფრო რბილია და...
2013, 16 მაისი, 22:45
ისე პირველ ფენად "ჟულიენს" ხბოს ან ქათმის ხორცი უხდება:)
2013, 16 მაისი, 22:44
მზარეულიც თუ მაგარი იყავით, ეგ აღარ ვიცოდი:)
2013, 16 მაისი, 22:43
:) დილით გენახა შენც, მე ეხლა მშია :D
2013, 16 მაისი, 22:40
აღარ გრცხვენია? ამ შუაღამისას რა დროს ასეთ მაგარ საჭმელებზე ლაპარაკია?!
2013, 16 მაისი, 22:21
2013, 16 მაისი, 22:15
მომზადების წესი:
გავრეცხოთ სოკო და მოვხარშოთ თითქმის მომზადებამდე.
შემდეგ დავჭრათ ნაჭრებად და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ცხიმში (კარაქში ჩემს შემთხვევაში).
დავასხათ 2-3 სუფრის კოვზი წყალი მოშუშვის დროს
შემდეგ დავაყაროთ ფქვილი და სწრაფად ამოვურიოთ რომ არ ‘დაიკოშტოს’.
შემდეგ ასევე დავამატებთ არაჟანს და მარილ-პილპილს
ამ მასას გადანაწილებთ ღუმელში შესადგამ ფორმაში. დაახეხავთ ყველს და შედგამთ ღუმელში 190 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

ეს დრო რომ გავა ჩაურთავთ გრილს და ყველს მობრაწავთ ლამაზად ზემოდან.
0 1 9
ჩემი ხელი
ჩვენება: 34
ავტორი: cxvedo
1969 წლის Chevrolet Chevelle
ჩვენება: 12
ავტორი: cxvedo