ცნობილი ადამიანები შავარშ კარაპეტიანი.პატარა ისტორია მასზე ქვემოთ 3 მაისი 2013, 11:57:16 ![]() 1976 წლის 16 სექტემბერს, ერევანში, მოხდა ავტოავარია და სავალი გზიდან წყალში გადავარდა ტროლეიბუსი, რომელშიც იმყოფებოდა 92 ადამიანი. მგზავრები ცოცხლად დაიმარხებოდნენ, რომ არა ერთი შემთხვევა: ამ ფაქტს შეესწრო მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ორიგინალი სურათი 303 4-ს მოსწონს
303
|
|
ბოლო ამოყვინთვისას შავარშმა გონება დაკარგა. გადაიყვანეს საავადმყოფოში. იმ 20 წუთის შედეგად, რაც მან დაყო ცივ წყალში, განუვითარდა პნევმონია, ჭუჭყიანი წყლის გამო კი მას მოეწამლა სისხლი-განუვითარდა სეფსისი. ტემპერატურა დიდი ხნის მანძილზე არ ჩამოდიოდა 40 გრადუსზე ქვემოთ.ექიმები ემზადებოდნენ ყველაზე უარესისთვის. მხოლოდ 46–ე დღეს მოვიდა გონს ათლეტი
შემდეგ მას ჰკითხეს: "რა იყო ყველაზე საშინელი?"–შავარშმა უპასუხა: " მე ვიცოდი რომ ბევრ ადამიანს უნდა დავხმარებოდი. წყალი მღვრიე იყო და თითქმის ნულოვანი ხილვადობა, ასე რომ მე ვერაფერს ვხედავდი, ვცდილობდი ჩავჭიდებოდი მათ და ამომეყვანა. ერთ-ერთი ამოყვინთვისას კი, ხელში ადამიანის მაგივრად სავარძელი შემრჩა....მე ვუყურებდი მას და დავინახე ჩემი შეცდომის ფასი: მე დავუკარგე ერთ ადამიანს სიცოცხლის შანსი...ვერ გადავარჩინე. ღამით ხშირად მესიზმრება ეს სავარძელი".
მას სუნთქვასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა.სპორტი უნდა დაევიწყებინა, მაგრამ შარვაშს აღნიშნულზე ფიქრიც არ სურდა.
ინტერნეტში გავრცელებული ერთი ინფორმაციით, აღნიშნული ტრავმის გამო, ის იძულებული გახდა უარი ეთქვა დიდ სპორტზე. თუმცა, ასევე საპირისპირო ინფორმაციაც არის გავრცელებული, რომ 1977 წელს, ისევ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, სსრკ–ს ჩემპიონი და დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი 400 მეტრ დისტანციაზე. თუმცა, დაზიანებული ჯანმრთელობის გამო, მან დიდხნას ვერ შეძლო დარჩენილიყო დიდ სპორტში.
შესაძლოა ითქვას, რომ მან გაინადგურა თავისი უჩვეულო ნიჭი. მაგრამ იმ საშინელი, გადატანილი 20 წუთისთვის, მან დაიმსახუ