x
image
შაკ_ო
იუმორი
ამერიკული სილამაზე
7
ამერიკული სილამაზე
ორიგინალი სურათი
37
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:შაკ_ო
შაკ_ო
37
  
2013, 2 მაისი, 16:50
:მეტისმეტად :D
2013, 2 მაისი, 16:47
:D თავისუფალი ხალხია "თავისუფლად" აზროვნებენ :D
2013, 2 მაისი, 15:17
გაიხარეთ ბატონო ლიცი აუცილებლად წავიკითხავ
2013, 2 მაისი, 15:16
კარგი იქნება თუ წაიკითხავ, სასწაული ( ტონკი) იუმორი აქვს
2013, 2 მაისი, 15:13
ბოლო კაი იყო ტურაშვილის ააფერი წამიკიტხავს და უნდა წავიკითხო ))))
2013, 2 მაისი, 15:07
შაკო, ამერიკულ სილამაზეზე გამახსენდა:)))


დათო ტურაშვილის რომანიდან "ტიბეტი არ არის შორს" მინდა ამონარიდი წაგაკითხო:)

ამერიკულ ჯგუფში ორი ისეთი სილამაზის ქალი აღმოჩნდა, თვალი ვერ მოვწყვიტეთ (ვჭამდით და ვტიროდით). ვტიროდით და ვჭამდით მომოს, რომელიც ხინკალზე პატარაა ზომით, ნაოჭები არა აქვს და იაკის ხორცისაგან მზადდება. ის ამერიკელი ქალები კი, ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ გზაგასაყართან, მათი ავტობუსის გამოჩენისთანავე, ევერესტზე გამოდარებით იმედს იოლად შევეშვით და ოთხივემ ზურგი შევაქციეთ ჰიმალაებს. კარი გაიღო და ავტობუსიდან ყველანი ჩამოვიდნენ. მათ შორის ორი, მართლაც ულამაზესი ქალი და პირდაღებულებმა, გიო მგელაძემ და გიორგი ბერიძემ, ფოტოაპარატების მომარჯვებაც ვერ მოახერხეს. ის იყო (მათი სილამაზით გაოგნებულებს) ხმამაღლა (გუშინდელივით) უნდა ამოგვეოხრა, რომ სრულიად მოულოდნელ კადრს წავაწყდით და განცვიფრებისაგან, ხმა ვერ ამოვიღეთ: იმ ამერიკელმა, ულამაზესმა ქალებმა, ასე საუბარ-საუბარში, ჩვენს თვალწინ, იქვე, გზის პირას, ზედ ჩვენი ავტობუსების მისადგომებთან, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ჩაიხადეს და მოშარდეს.:)))
0 1 7
ტროიკა
ჩვენება: 7
ავტორი: შაკ_ო
მაგარი ტიპები
ჩვენება: 12
ავტორი: შაკ_ო
თავისუფლების მოედანი
ამას რომ თითი ვინმემ დააკაროს ჩემთან ექნება საქმე