x
სხვა ჟანრები
ალაზანი
9
ალაზანი
ორიგინალი სურათი
30
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტარტალიოტა
ტარტალიოტა
30
  
არა :) ეგ ხევიც ჩემი ბავშვობის ნოსტალგიაა,თბილი,ტკბილი მოგონებები მაკავშირებს,ეჰ რა დრო იყო....
2013, 26 ივნისი, 15:17
და რამდენჯერ ვარ ნამყოფი იქ ნეტა იცოდე:).....
ბარის ალაზანი დიდი არაფერია,თუმცა მეც ბარის ალაზნისპირელი ვარ :)ბორბალოს სათავიდან დაწყებული ალაზანი უფრო ლამაზია,უფრო ლაღი და თავნება! პანკისის ხეობასთან,ზემოთ არის ალაზნის აკვანი და ამ უდიდესი მდინარის დაბადება უცნაური სანახავია იქ
2013, 26 ივნისი, 15:12
შორენა ავანის ხევზე არ იცი ლექსიი? ვიცოდი და დამავიწყდა...... არა და ერთ დროს სადაც ეგ მდინარეა იმ სოფელსი საკმაოდ პოპულარული ლექსი იყო... არ გახსოვს?
მე თუ ვარსებობ,ვარსებობ შენთვის,
მე თუ ვხმიანობ,შენთვის ვხმიანობ...
და ამ ზვრებს ხელი ატყვია ღმერთის,
ჩემო მამულო,ალაზნიანო!

ხელით კი არა,შუბლით გეხები,
შენს წინ დავემხე და გავიხარე,
გულო,ოდესმე თუ დავიღლები,
აქ მოდი,დაშვრი და დაივანე.

ვერ მოგეფერე,ისე დავბერდი
და ვერ გიჩვენე მზიური სახე,
სანამ გრემია და ალავერდი,
კახეთი მუდამ გერქმევა კახეთს!

გული შენს გამო ფიქრებით გაცვდა,
იმთავით შენი ტკივილი მტკივა,
არ მომწყინდება,გლეხი კაცივით
შენს ვენახებთან ხუთასჯერ მივალ.

მეოცნებები და მესიზმრები,
მე თუ თვალს ვახელ,შენს გამო ვახელ,
ვიდრე არსებობს ალაზნის ველი,
კახეთი მუდამ გერქმევა კახეთს!

მეც მომიხნავს და მეც დამითესავს,
მეც ვფურჩქნე ვაზი ჩემი არჩივი
და ერთხელ,როგორც ბერმა პაპამა,
რქით გადმოვკიდო მინდა ხარ-ჯიხვი.

ამ მიწას ხელი ატყვია ღმერთის,
ცხრაკარით ზეცის ცხრავე კარს აღებს,
სანამ გლეხკაცი ამ ზვრებში დადის,
კახეთი მუდამ გერქმევა კახეთს!

მე თუ ვარსებობ,ვარსებობ შენთვის,
მე თუ ვხმიანობ,შენთვის ვხმიანობ
და სულის კვამლი შენს ნისლებს ერთვის
ჩემო მამულო,ალაზნიანო!..
ექსკლუზიურად-ჩემს ალაზანს :)
2013, 1 მაისი, 10:15
ლამაზია :)
2013, 1 მაისი, 10:04
სიგრძე 390 კმ
აუზის ფართობი 11 800 კმ²
2013, 1 მაისი, 10:04
მართლა ლამაზია:)))
0 1 9
ტოიოტა
ჩვენება: 33
ავტორი: ტარტალიოტა
ალავერდი
ჩვენება: 34
ავტორი: ტარტალიოტა
მონიკა ბელუჩი
ჩვენება: 53
ავტორი: ტარტალიოტა
ტოიოტა
ჩვენება: 33
ავტორი: ტარტალიოტა