კრეატივი ხელი ჩამკიდე და ჩემს უკან იარე!!! 22 აპრილი 2013, 20:16:20 ორიგინალი სურათი 40 18-ს მოსწონს
40
|
15.00
k
28.00
k
|
წითელ ვარდებად ლურჯ ენძელებად,
თუ გაზაფხული უჩემოდ მოვა
დავბრუნდე შენთვის,არ მეძნელება.
სიკვდილის შემდეგ, როცა სუყველას
მიავიწყდება ჩემი ხსენება,
თეთრი ვარდების ნაზი ამბორით
წამს ჩემი ტრფობა გაგახსენდება.
მაშინ,იდგება კვლავ გაზაფხული
ყვავილთა თოვა დაფარავს ცივ ქვას,
ჩაიჩურჩულებ ლამაზი ბაგით
-სიკვდილი შენი არავინ მითხრას.
თბილი ცრემლები,ყვავილთა ფენა,
საფლავის ლოდქვეშ ნაზად გამათბობს,
-როგორ გინდოდა ეს ბევრჯერ გეთქვა,
ისევ ბავშვივით ფიქრებს გამანდობ...
-მეტყვი; მიყვარდი,მჯეროდა შენი
და ახლაც მჯერა გხედავ ფიფქებში,
შენ არ მომკვდარხარ მუდამ შეგიგრძნობ
არსებით მახვევ შენზე ფიქრებში.
მაშინ, ვიქცევი თეთრ სილუეტად,
გულში ჩაგიკრავ, ბევრჯერ გაკოცებ,
გაგეღიმება უმანკო გრძნობით
მეტყვი;მაოცებ ძლიერ მაოცებ.
ასე იქნება მთელი ცხოვრება
ჩვენ სიყვარულით მუდამ ვიცოცხლებთ,
შენთან ვიქნები დაუსრულებლად...
ამას გპირდები, ჩემო სიცოცხლე.