ნიკოლა ტესლა (დაიბადა 10 ივლისი, 1856, ავსტრო-უნგრეთი, დღევანდელი ხორვატია — გარდაიცვალა 7 იანვარი 1943, ნიუ-იორკი, აშშ) — სერბი და ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. ეროვნებით იყო სერბი. დაიბადა და გაიზარდა ავსტრო-უნგრეთში. მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში.