ნახვამდის, დედილო, ნახვამდის, მშვიდობით, ლამაზო ჩემო, ხშირ-ხშირად მომწერეთ ქაღალდი, ნუ ტირით, პატარა დებო! მამები გიცავდათ აქამდი, კავკასის მაღალო მთებო! ახლა ჩვენ მივდივართ, ნახვამდის, მშვიდობით, ლამაზო ჩემო!
ვინ იცის, გნახავთ თუ აღარა, წინ გზაა შორი და მკაცრი, ალვის ხემ თავი ძირს დახარა, ცრემლებს ღვრის მოხუცი ნაძვი. მშობლების ძვირფასი ჭაღარა ღამე მინათებენ თვალწინ!... ვინ იცის, მოვალ თუ აღარა, - წინ გზა დევს უნდო და მკაცრი.
სულ კუშტად მიცქერდი, ლამაზო, ახლა გამიღიმე ერთი, მე მივალ, მე მივალ, არასდროს აღარ ჩამოგივლი გვერდით. მე შენი ღიმილი არ მახსოვს, არ მქონდა, არ მქონდა ბედი, სულ მწყრალად მიცქერდი, ლამაზო, ახლა გამიღიმე ერთი.
სურათი მქონოდა ნეტავი, ტყვია რას მიზამდა მაშინ? რა მხდალი, რა გაუბედავი, რა მწარე ბედისა დავრჩი, ისევ შენ, მშობელო დედაო, იმედად მიმყვები ჯარში. სურათი მოგეცა ნეტავი, ტყვია რას მიზამდა მაშინ!
ნახვამდის, დედილო, ნახვამდის, მშვიდობით, ლამაზო ჩემო, დედა, შენ მომწერე ქაღალდი, ნუ ტირით, ძვირფასო დებო! მამები გიცავდათ აქამდი, კავკასის მაღალო მთებო! ახლა ჩვენ მივდივართ, ნახვამდის, მშვიდობით, ლამაზო ჩემო!
გზის პირად პატარა ნაკადი, ნაკადთან პატარა ჩერო, იქ გითხარ პირველად "ნახვამდის", ახლა კი მშვიდობით, ჩემო...
გიორგი ნაფეტვარიძე
(1919-1942)
ქართველი პოეტი გიორგი ტარასის-ძე ნაფეტვარიძე დაიბადა 1919 წლის 3 აპრილს ვანის რაიონის სოფელ შუამთაში.
გიორგი ნაფეტვარიძემ 1939 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1936 წელს გაზეთ „სტალინელში", ხოლო მისი ლექსებისა და პოემების პირველი კრებული „გაფრენილი დურუჯი" გამოაქვეყნა 1937 წელს. გიორგი ნაფეტვარიძის პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მთავარი მოტივებია სიყვარული და პატრიოტიზმი (კრებულები: „დაუმთავრებელი ბალადა", 1961წ; „სიყვარული", 1965წ; „ლექსები, ბალადები, პოემები, მოთხრობები, ფრონტული წერულები", 1970წ; „ნახვამდის", 1979).
გიორგი ნაფეტვარიძე მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც სევასტოპოლის მახლობლად გმირულად დაიღუპა 1942 წელს.
Last edited by Admin on Tue Feb 08, 2011 3:08 pm; edited 1 time in total
ნახვამდის
ნახვამდის, დედილო, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო,
ხშირ-ხშირად მომწერეთ ქაღალდი,
ნუ ტირით, პატარა დებო!
მამები გიცავდათ აქამდი,
კავკასის მაღალო მთებო!
ახლა ჩვენ მივდივართ,
ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო!
ვინ იცის, გნახავთ თუ აღარა,
წინ გზაა შორი და მკაცრი,
ალვის ხემ თავი ძირს დახარა,
ცრემლებს ღვრის მოხუცი ნაძვი.
მშობლების ძვირფასი ჭაღარა
ღამე მინათებენ თვალწინ!...
ვინ იცის, მოვალ თუ აღარა, -
წინ გზა დევს უნდო და მკაცრი.
სულ კუშტად მიცქერდი, ლამაზო,
ახლა გამიღიმე ერთი,
მე მივალ, მე მივალ, არასდროს
აღარ ჩამოგივლი გვერდით.
მე შენი ღიმილი არ მახსოვს,
არ მქონდა, არ მქონდა ბედი,
სულ მწყრალად მიცქერდი, ლამაზო,
ახლა გამიღიმე ერთი.
სურათი მქონოდა ნეტავი,
ტყვია რას მიზამდა მაშინ?
რა მხდალი, რა გაუბედავი,
რა მწარე ბედისა დავრჩი,
ისევ შენ, მშობელო დედაო,
იმედად მიმყვები ჯარში.
სურათი მოგეცა ნეტავი,
ტყვია რას მიზამდა მაშინ!
ნახვამდის, დედილო, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო,
დედა, შენ მომწერე ქაღალდი,
ნუ ტირით, ძვირფასო დებო!
მამები გიცავდათ აქამდი,
კავკასის მაღალო მთებო!
ახლა ჩვენ მივდივართ, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო!
გზის პირად პატარა ნაკადი,
ნაკადთან პატარა ჩერო,
იქ გითხარ პირველად "ნახვამდის",
ახლა კი მშვიდობით, ჩემო...
გიორგი ნაფეტვარიძე
(1919-1942)
ქართველი პოეტი გიორგი ტარასის-ძე ნაფეტვარიძე დაიბადა 1919 წლის 3 აპრილს ვანის რაიონის სოფელ შუამთაში.
გიორგი ნაფეტვარიძემ 1939 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1936 წელს გაზეთ „სტალინელში", ხოლო მისი ლექსებისა და პოემების პირველი კრებული „გაფრენილი დურუჯი" გამოაქვეყნა 1937 წელს. გიორგი ნაფეტვარიძის პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მთავარი მოტივებია სიყვარული და პატრიოტიზმი (კრებულები: „დაუმთავრებელი ბალადა", 1961წ; „სიყვარული", 1965წ; „ლექსები, ბალადები, პოემები, მოთხრობები, ფრონტული წერულები", 1970წ; „ნახვამდის", 1979).
გიორგი ნაფეტვარიძე მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც სევასტოპოლის მახლობლად გმირულად დაიღუპა 1942 წელს.
Last edited by Admin on Tue Feb 08, 2011 3:08 pm; edited 1 time in total
Admin
Into Armury
ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,
რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.
. . .
წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან,
აელვებული იდგა თბილისი.
ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.
ნუ მომწერ. . . ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვს გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად,–
გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ–მზე გამარჯვების.