x
image
mishoo122
სხვა ჟანრები
ბრძანე მოძღვარო
1
ბრძანე მოძღვარო
http://intermedia.ge/vid/222762
10
3-ს მოსწონს
http://intermedia.ge/vid/222762
ავტორი:mishoo122
mishoo122
10
  
2013, 11 აპრილი, 20:34
ბრძანე, მოძღვარო, გონებავ ერის,
უნდა ვდუმდეთ და უნდა ვიფრთხილოთ?
სულებს გვირყვნის და გვიწამლავს მტერი,
ვითმინოთ?!
როცა ჩვენს თვალწინ წმინდანებს
რყვნიან,
უწმინდეს შუბლებს ფურთხით ბილწავენ,
თუ შენთვის მკერდს არ მივუშვერ ტყვიას,
სამშობლოვ, ხატად რისთვის გიწამე.
ბრძანე, მოძღვარო, დღეს ერის გული
შენს გონებაზე მიბმული ფეთქავს.
ბრძანე, მოძღვარო, გაიმცვრა სული,
დაავადა შიშმა და კეთრმა.
ბრძანე, მოძღვარო, ნათელს, ისეც მწირს
შემოაძარცვეს კალთა ქარებმა,
ბრძანე, მოძღვარო, სისხლი სისხლის წილ,
დავუდოთ ზღვარი ამ მოკრძალებას!
თორემ სამშობლოს თავზე გვაქცევენ,
სამშობლოს ჩვენსას- უფლის მშვენებას,
აღარ უშველის მერე არც ცრემლი
ჩვენს აღდგომას და აღმოცენებას.
ბრძანე, მოძღვარო,ვგავარ საძვალეს
დაყველა ნერვი არის გამწყდარი,
მოძღვარო, დროშა გამოაბრძანე,
საქართველოსთვის ლოცვით დაგვძარი!
ბრძანე, ბრძენკაცო,ჯერ კიდევ დროა,
ვიდრე ძარღვებში სისხლი მოძრაობს,
ვიდრემდის ცრემლებს სისიხლის გემო აქვთ,
ვიდრე სიკვდილი გვილხინს,მოძღვარო!
ვიდრე ქართულ ჯიშს აქცევენ არც რად,
გადაუჭერენ მკერდზე არტახებს,
მთლად ეს სამყარო ქცეულა ნაცრად,
თუ საქართველო ამიპარტახეს.

ტარიელ ხარხელაური.
0 1 1
აი ეგაა შენი ადგილი
ჩვენება: 20
ავტორი: mishoo122
პარლამენტში დაცხა
ჩვენება: 29
ავტორი: mishoo122
50 წუთი
ჩვენება: 20
ავტორი: mishoo122
დუბაის პოლიცია
ჩვენება: 14
ავტორი: mishoo122
მეცნიერებმა დაადგინეს რომ ტვინი მეტს "ხედავს" ვიდრე თვალი